საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwb23 ივლისი გვ. 11
  • ხელი შეუწყვეთ ოჯახის ბედნიერებას

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ხელი შეუწყვეთ ოჯახის ბედნიერებას
  • ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2023
  • მსგავსი მასალა
  • იგავები (ბიბლიის წიგნი)
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • სიხარული
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • სიბრძნე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • დედის გონივრული დარიგება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
იხილეთ მეტი
ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2023
mwb23 ივლისი გვ. 11
ფოტოკოლაჟი: ილუსტრაციები აღებულია ვიდეოდან „ხელი შეუწყვეთ ოჯახის ბედნიერებას“. 1) შვილები უყურებენ დედ-მამას, რომლებიც ნამცხვარს მიირთმევენ. 2) გოგოებს სიამოვნებთ ოჯახური შესწავლის პროცესი. 3) ერთ-ერთი გოგონა ზრუნავს დედაზე, რომელიც ავადაა.

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

ხელი შეუწყვეთ ოჯახის ბედნიერებას

იეჰოვას ოჯახების ბედნიერება სურს (ფსალმ. 127:3—5; ეკლ. 9:9; 11:9). თუმცა ცხოვრებისეულმა საზრუნავმა ან ოჯახის წევრების შეცდომებმა შეიძლება სიხარული დაგვაკარგვინოს. რის გაკეთება შეგვიძლია თითოეულს, რომ ხელი შევუწყოთ ოჯახის ბედნიერებას?

ქმარი დროს უნდა უთმობდეს და პატივს სცემდეს ცოლს (1 პეტ. 3:7); ზედმეტს არ უნდა ითხოვდეს მეუღლისგან და მადლიერებას უნდა გამოხატავდეს ყველაფრისთვის, რასაც ის პირადად მისთვის და ოჯახისთვის აკეთებს (კოლ. 3:15). ქმარი სიყვარულს უნდა გამოხატავდეს და საქებარ სიტყვებს არ იშურებდეს ცოლის მიმართ (იგავ. 31:28, 31).

ცოლი ყველანაირად უნდა ეცადოს, მხარი დაუჭიროს ქმარს (იგავ. 31:12). ის უნდა თანამშრომლობდეს მეუღლესთან და ემორჩილებოდეს მას (კოლ. 3:18). ცოლი პატივისცემით უნდა ესაუბრებოდეს ქმარს და სხვებთანაც პატივისცემით საუბრობდეს მასზე (იგავ. 31:26).

მშობლები დროს უნდა უთმობდნენ შვილებს და თავიანთ სიყვარულში არწმუნებდნენ (კან. 6:6, 7; მათ. 3:17). დასჯის დროსაც ისინი სიყვარულსა და გამჭრიახობას უნდა ავლენდნენ (ეფეს. 6:4).

შვილები პატივს უნდა სცემდნენ და ემორჩილებოდნენ მშობლებს (იგავ. 23:22). თავიანთ გრძნობებს და გულისნადებს მათ უნდა უზიარებდნენ. შვილებმა უნდა დააფასონ და ყურად იღონ მშობლების რჩევა-დარიგება (იგავ. 19:20).

ᲣᲧᲣᲠᲔᲗ ᲕᲘᲓᲔᲝᲠᲒᲝᲚᲡ „ᲮᲔᲚᲘ ᲨᲔᲣᲬᲧᲕᲔᲗ ᲝᲯᲐᲮᲘᲡ ᲑᲔᲓᲜᲘᲔᲠᲔᲑᲐᲡ“, ᲓᲐ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲗ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲙᲘᲗᲮᲕᲐᲡ:

რა გააკეთა თითოეულმა, რომ ხელი შეეწყო ოჯახის ბედნიერებისთვის?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება