თქვენი მომავალი თქვენს ხელშია!
დაახლოებით 3 500 წლის წინ იეჰოვა ღმერთმა თავის მსახურებს უთხრა, რა შემთხვევაში ექნებოდათ უსაფრთხო მომავალი: „აირჩიეთ სიცოცხლე ან სიკვდილი, კურთხევა ან წყევლა. თქვენ და თქვენმა შთამომავლებმა რომ იცოცხლოთ, აირჩიეთ სიცოცხლე“ (კანონი 30:19).
სწორი არჩევანის გაკეთება მათ ცხოვრებას უკეთესობისკენ წარმართავდა. ჩვენი მომავალიც ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული. ბიბლია მოგვიწოდებს: „გიყვარდეთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, დაემორჩილეთ მას“ (კანონი 30:20).
ᲠᲐᲡ ᲜᲘᲨᲜᲐᲕᲡ, ᲒᲘᲧᲕᲐᲠᲓᲔᲗ ᲦᲛᲔᲠᲗᲘ ᲓᲐ ᲓᲐᲔᲛᲝᲠᲩᲘᲚᲝᲗ ᲛᲐᲡ?
ᲑᲘᲑᲚᲘᲘᲡ ᲛᲔᲨᲕᲔᲝᲑᲘᲗ ᲒᲐᲔᲪᲐᲜᲘᲗ ᲦᲛᲔᲠᲗᲡ: იეჰოვა ღმერთი რომ შეიყვაროთ, ჯერ უნდა გაეცნოთ მას. ბიბლიიდან დაინახავთ, რომ ის მოსიყვარულე შემოქმედია, რომელსაც თქვენთვის საუკეთესო სურს. იეჰოვა მოგიწოდებთ, ლოცვით მიმართოთ, „რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7). ღვთის სიტყვა იმაშიც დაგარწმუნებთ, რომ თუ დაუახლოვდებით ღმერთს, ისიც დაგიახლოვდებათ (იაკობი 4:8).
ᲘᲮᲔᲚᲛᲫᲦᲕᲐᲜᲔᲚᲔᲗ ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲠᲩᲔᲕᲔᲑᲘᲗ: ღვთისადმი მორჩილებას გამოავლენთ, თუ გაითვალისწინებთ ბიბლიაში ჩაწერილ მის ბრძნულ რჩევებს. ღმერთი თავის მორჩილთ ჰპირდება: „მოგემართება ხელი და იმოქმედებ ბრძნულად“ (იესო ნავეს ძე 1:8).