საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w21 მარტი გვ. 14-19
  • როგორ გვაძლიერებს ღვთის სიტყვა?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • როგორ გვაძლიერებს ღვთის სიტყვა?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2021
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • რას ვსწავლობთ მეფე დავითისგან
  • რას ვსწავლობთ პავლესგან
  • ისწავლეთ სხვა ბიბლიური მაგალითებიდან
  • იეჰოვაზე სრული მინდობა უსაფრთხოების გრძნობას გვინერგავს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
  • იეჰოვა — ბიბლიურ დროში მხსნელი ღმერთი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
  • ბიბლიის წიგნი 10 — 2 სამუელი
    „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
  • „როცა სუსტი ვარ, მაშინ ვარ ძლიერი“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2020
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2021
w21 მარტი გვ. 14-19

სასწავლო სტატია 11

როგორ გვაძლიერებს ღვთის სიტყვა?

„ღმერთი . . . მოთმინების ძალას გვაძლევს“ (რომ. 15:5).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 94 მადლიერნი ღვთის სიტყვისთვის

მოკლე შინაარსიa

1. რა სახის განსაცდელებს ხვდება ღვთის ხალხი?

რაიმე სერიოზულ პრობლემასთან ხომ არ გიწევთ ჭიდილი? მაგალითად, შეიძლება კრებაში ვინმემ ძალიან გატკინათ გული (იაკ. 3:2); ან თანამშრომლები თუ კლასელები დაგცინიან რწმენის გამო (1 პეტ. 4:3, 4). შეიძლება ოჯახის წევრები გიშლიან ხელს კრებაზე დასწრებასა თუ ქადაგებაში (მათ. 10:35, 36). თუ პრობლემა თქვენთვის რთული ასატანია, შეიძლება იმ დასკვნამდეც კი მიხვიდეთ, რომ იეჰოვას მსახურების შეწყვეტა საუკეთესო გამოსავალია. მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ რა სირთულესაც არ უნდა შეხვდეთ, იეჰოვა მოგცემთ სიბრძნესა და მოთმინების ძალას.

როგორ მოვიქცეთ, თუ პრობლემის გადასაჭრელად სწორი მიმართულება გვჭირდება

  1. და ლოცულობს ბიბლიის წაკითხვამდე.

    1. ილოცეთ

    სანამ ბიბლიის კითხვას შეუდგებით, სთხოვეთ იეჰოვას, დაგანახვოთ თქვენთვის პრაქტიკული მხარეები (იხილეთ აბზაცი 3).

  2. ეს და წარმოისახავს, როგორ წერდა მოციქული პავლე წერილს პატიმრობაში.

    2. წარმოისახეთ

    შეეცადეთ თავი მის ადგილას წარმოიდგინოთ, ვის ისტორიასაც კითხულობთ (იხილეთ აბზაცი 4).

  3. და ფიქრობს ბიბლიაში წაკითხულზე და ამავე დროს იკვლევს წიგნს „საფუძვლიანად დაამოწმეთ ღვთის სამეფოზე“.

    3. იფიქრეთ

    კარგად გააანალიზეთ წაკითხული და დაფიქრდით, როგორ გეხებათ პირადად თქვენ (იხილეთ აბზაცი 5).

  4. და ქალს უქადაგებს პარკში.

    4. გამოიყენეთ

    თუ ბიბლიიდან ნასწავლს გამოიყენებთ, უკეთეს გადაწყვეტილებებს მიიღებთ, შინაგან სიმშვიდეს მოიპოვებთ და რწმენას გაიძლიერებთ (იხილეთ აბზაცი 6).

2. რომაელების 15:4-ის თანახმად, რა გავლენას ახდენს ჩვენზე ღვთის სიტყვის კითხვა?

2 თავის სიტყვაში იეჰოვამ დაწვრილებით აღგვიწერა, როგორ გაუმკლავდნენ თავისი არასრულყოფილი მსახურები სხვადასხვა განსაცდელს. და ეს იმიტომ, რომ მათ მაგალითებზე ჩვენც რაღაც გვესწავლა. სწორედ ამ აზრზე ამახვილებს ყურადღებას მოციქული პავლე რომაელების 15:4-ში (წაიკითხეთ). ამ ისტორიების კითხვა გვანუგეშებს და გვაიმედებს. მაგრამ პრაქტიკული ღირებულების დასანახად მხოლოდ წაკითხვა არ კმარა. ღვთის სიტყვას ჩვენი აზროვნების ფორმირების საშუალება უნდა მივცეთ და წაკითხული გულთან ახლოს უნდა მივიტანოთ. მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ, თუ კონკრეტული პრობლემის წინაშე ვართ და არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ? სწორ მიმართულებას ღვთის სიტყვის კვლევის 4-ეტაპიანი მეთოდი მოგვცემს. ეს ეტაპებია: 1) ლოცვა, 2) წარმოსახვა, 3) ფიქრი და 4) გამოყენება. ახლა დეტალურად განვიხილავთ, რას მოიცავს თითოეული ეტაპი.b შემდეგ ამ მეთოდით განვიხილოთ მეფე დავითისა და პავლე მოციქულის ისტორიები.

და ლოცულობს ბიბლიის წაკითხვამდე.

1. ილოცეთ

სანამ ბიბლიის კითხვას შეუდგებით, სთხოვეთ იეჰოვას, დაგანახვოთ თქვენთვის პრაქტიკული მხარეები (იხილეთ აბზაცი 3).

3. რა უნდა გააკეთოთ ბიბლიის კითხვის დაწყებამდე და რატომ?

3 ილოცეთ. ვიდრე ბიბლიის კითხვას შეუდგებით, იეჰოვას სთხოვეთ დახმარება, რომ კითხვის დროს პრაქტიკული მხარეები დაგანახვოთ. მაგალითად, თუ პრობლემის გადასაჭრელად რჩევა გჭირდებათ, იეჰოვას სთხოვეთ, რომ თქვენი სიტუაციისთვის შესაფერისი პრინციპი გაპოვნინოთ (ფილ. 4:6, 7; იაკ. 1:5).

ეს და წარმოისახავს, როგორ წერდა მოციქული პავლე წერილს პატიმრობაში.

2. წარმოისახეთ

შეეცადეთ თავი მის ადგილას წარმოიდგინოთ, ვის ისტორიასაც კითხულობთ (იხილეთ აბზაცი 4).

4. როგორ გავაცოცხლოთ ბიბლიური სიუჟეტები?

4 წარმოისახეთ. იეჰოვამ საოცარი წარმოსახვის უნარით დაგვაჯილდოვა. ბიბლიის კითხვის დროს შეეცადეთ, მათ ადგილას წარმოიდგინოთ თავი, ვის შესახებაც კითხულობთ. მოუხმეთ წარმოსახვის უნარს, რომ უკეთ გაიგოთ, რას გრძნობდნენ ისინი.

და ფიქრობს ბიბლიაში წაკითხულზე და ამავე დროს იკვლევს წიგნს „საფუძვლიანად დაამოწმეთ ღვთის სამეფოზე“.

3. იფიქრეთ

კარგად გააანალიზეთ წაკითხული და დაფიქრდით, როგორ გეხებათ პირადად თქვენ (იხილეთ აბზაცი 5).

5. რას ნიშნავს ფიქრი და რა დაგეხმარებათ ფიქრში?

5 იფიქრეთ. ამ შემთხვევაში ფიქრი გულისხმობს წაკითხულზე გუნებაში მსჯელობას და საკუთარ თავთან დაკავშირებას. ეს კი თავის მხრივ გვეხმარება, აზრები ერთმანეთს დავუკავშიროთ და უფრო ღრმად ჩავწვდეთ საკითხს. ბიბლიის კითხვა ფიქრის გარეშე იგივეა, რაც ასაწყობი სურათის ცალკეული დეტალის ყურება. სწორედ ფიქრი გვეხმარება, ცალკეული დეტალი ისე შევაკავშიროთ ერთმანეთს, რომ სრული სურათი დავინახოთ. ფიქრში შემდეგი კითხვები დაგვეხმარება: როგორ გადაჭრა პრობლემა მან, ვის ისტორიასაც ვკითხულობ ბიბლიაში? როგორ დაეხმარა მას იეჰოვა? როგორ დამეხმარება წაკითხული განსაცდელის მოთმინებით ატანაში?

და ქალს უქადაგებს პარკში.

4. გამოიყენეთ

თუ ბიბლიიდან ნასწავლს გამოიყენებთ, უკეთეს გადაწყვეტილებებს მიიღებთ, შინაგან სიმშვიდეს მოიპოვებთ და რწმენას გაიძლიერებთ (იხილეთ აბზაცი 6).

6. რატომ უნდა გამოვიყენოთ ნასწავლი?

6 გამოიყენეთ. თუ ნასწავლს არ გამოვიყენებთ, იმ კაცს დავემსგავსებით, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი. ის ბევრს გაისარჯა, მაგრამ სულ ტყუილად. მისმა აშენებულმა სახლმა ამოვარდნილ ქარსა და წამოსულ ნიაღვარს ვერ გაუძლო და ერთიანად დაინგრა (მათ. 7:24—27). მსგავსად ამისა, თუ ვლოცულობთ, ვიყენებთ წარმოსახვის უნარს და ვფიქრობთ, მაგრამ არ ვიყენებთ ნასწავლს, შრომა წყალში გვეყრება, რადგან განსაცდელების ან დევნის დროს ჩვენი რწმენა საკმარისად მტკიცე არ აღმოჩნდება. მეორე მხრივ, როცა ნასწავლს ვიყენებთ, უკეთეს გადაწყვეტილებებს ვიღებთ, შინაგან სიმშვიდეს ვგრძნობთ და რწმენა გვიძლიერდება (ეს. 48:17, 18). მოდი ზემოთ აღნიშნული 4-ეტაპიანი მეთოდით განვიხილოთ მეფე დავითის ცხოვრების ერთი ეპიზოდი და ვნახოთ, რისი სწავლა შეგვიძლია.

რას ვსწავლობთ მეფე დავითისგან

7. რომელ ბიბლიურ ეპიზოდს განვიხილავთ?

7 იმედი ხომ არ გაგიცრუათ მეგობარმა ან ოჯახის წევრმა? თუ ასეა, მაშინ მეფე დავითის ისტორიის განხილვა დაგეხმარებათ. მას საკუთარმა შვილმა, აბესალომმა, უღალატა და მისთვის ტახტის წართმევას შეეცადა (2 სამ. 15:5—14, 31; 18:6—14).

8. რა უნდა გააკეთოთ, რომ იეჰოვა დაგეხმაროთ?

8 ილოცეთ. ამ ბიბლიური მონაკვეთის წაკითხვამდე, უთხარით იეჰოვას, როგორ გატკინათ გული სხვისმა საქციელმა (ფსალმ. 6:6—9). გულახდილად ესაუბრეთ თქვენს განცდებზე. შემდეგ სთხოვეთ, დაგანახვოთ ის პრინციპები, რომლებიც შექმნილ სიტუაციასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

9. რა მოხდა დავითსა და აბესალომს შორის?

9 წარმოისახეთ. დაფიქრდით, როგორ იმოქმედებდა განვითარებული მოვლენები მეფე დავითზე. მისი ვაჟი აბესალომი წლების განმავლობაში ცდილობდა, ხალხის გული მოეგო (2 სამ. 15:7). როცა აბესალომმა ჩათვალა, რომ ხელსაყრელი დრო დადგა, მთელ ისრაელში თავისი კაცები დაგზავნა, რათა მისი გამეფებისთვის ნიადაგი შეემზადებინათ. ის კი არადა, მან მამამისის ახლო მეგობარი და მრჩეველი ახითოფელიც კი გადაიბირა. აბესალომმა თავი მეფედ გამოაცხადა, შემდეგ კი დავითის შეპყრობასა და მოკვლას შეეცადა, რომელიც იმ დროს შესაძლოა მძიმედ იყო ავად (ფსალმ. 41:1—9). დავითმა შეთქმულების შესახებ გაიგო და იერუსალიმიდან გაიქცა. საბოლოოდ აბესალომისა და დავითის მომხრეებს შორის შეტაკება მოხდა, რომელიც აბესალომის მარცხითა და სიკვდილით დასრულდა.

10. როგორ შეიძლებოდა მოქცეულიყო მეფე დავითი?

10 ახლა წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდა დავითი ამ ყოველივეს შემდეგ. მას საყვარელმა შვილმა და სანდო მეგობარმა უღალატეს. მათ არათუ უღალატეს და გული ატკინეს, მოკვლაც კი დაუპირეს. ამის გამო დავითს შესაძლოა სხვა მეგობრების მიმართაც დაჰკარგვოდა ნდობა და ეფიქრა, რომ ისინიც აბესალომს მიემხრნენ. მას შეეძლო მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე ეფიქრა და მარტო მოენდომებინა ქვეყნიდან გაქცევა ან უბრალოდ ხელი ჩაექნია ყველაფერზე. მაგრამ დავითი ასე არ მოქცეულა. მან თავი დააღწია რთულ განსაცდელს. რა დაეხმარა ამაში?

11. როგორ მოიქცა დავითი რთულ ვითარებაში?

11 იფიქრეთ. რა პრინციპების დანახვა შეიძლება ამ ბიბლიური ეპიზოდიდან? დაფიქრდით: რა გამოსავალი იპოვა დავითმა შექმნილ ვითარებაში? ის არც პანიკაში ჩავარდნილა და არც ნაჩქარევად მიუღია არასწორი გადაწყვეტილებები. დავითს არც შიშის გამო დაუკარგავს განსჯისა და მოქმედების უნარი. მან დახმარებისთვის იეჰოვას მიმართა ლოცვით და მეგობრებსაც სთხოვა შველა. დავითმა დაუყოვნებლივ იმოქმედა მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად. ასეთი დარტყმის მიუხედავად, ის არ გაბოროტებულა და უნდობლობით არ განმსჭვალულა სხვების მიმართ. მას არც იეჰოვასა და მეგობრების მიმართ დაუკარგავს ნდობა.

12. რა გააკეთა იეჰოვამ დავითის დასახმარებლად?

12 როგორ დაეხმარა იეჰოვა დავითს? თუ ამ საკითხს გამოიკვლევთ, დაინახავთ, რომ განსაცდელთან გასამკლავებლად დავითს ძალა იეჰოვამ მისცა (ფსალმ. 3:1—8, ეპიგრაფი). ღმერთმა აკურთხა დავითის გადაწყვეტილებები და გამარჯვება მოაპოვებინა მის ერთგულ ხალხს, რომლებიც მეფის დასაცავად იბრძოდნენ.

13. როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ დავითს, თუ ვინმეს საქციელმა გული ძალიან გატკინათ? (მათე 18:15—17).

13 გამოიყენეთ. დაფიქრდით, რაში უნდა მიჰბაძოთ დავითს. დაუყოვნებლივ იმოქმედეთ მდგომარეობის გამოსასწორებლად. სიტუაციიდან გამომდინარე შეგიძლიათ ზუსტად მიჰყვეთ მათეს მე-18 თავში ჩაწერილ იესოს რჩევას ან მასში მოცემული პრინციპით იხელმძღვანელოთ (წაიკითხეთ მათეს 18:15—17). თუმცა გადაწყვეტილება ემოციურ ფონზე ნაჩქარევად არ უნდა მიიღოთ. იეჰოვას უნდა სთხოვოთ შინაგანი სიმშვიდე და სიბრძნე პრობლემის გადასაჭრელად. ნუ დაკარგავთ ნდობას და-ძმების მიმართ და დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით (იგავ. 17:17). რაც ყველაზე მთავარია, იხელმძღვანელეთ იეჰოვას სიტყვაში ჩაწერილი რჩევებით (იგავ. 3:5, 6).

რას ვსწავლობთ პავლესგან

14. რა სიტუაციებში შეიძლება გაგამხნეოთ პავლეს მიერ ტიმოთესთვის მიწერილმა წერილმა? (2 ტიმ. 1:12—16; 4:6—11, 17—22).

14 რწმენის გამო ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობას ხომ არ ხვდებით? ან ისეთ ქვეყანაში ხომ არ ცხოვრობთ, სადაც იეჰოვას ხალხის საქმიანობა შეზღუდული ან აკრძალულია? თუ ასეა, მაშინ გაგამხნევებთ ტიმოთესთვის მიწერილი მეორე წერილი, რომელიც პავლემ ციხეში დაწერა (2 ტიმ. 1:12—16; 4:6—11, 17—22).c

15. რა შეგიძლიათ სთხოვოთ იეჰოვას?

15 ილოცეთ. სანამ ამ ბიბლიურ მონაკვეთებს წაიკითხავთ, იეჰოვას გაანდეთ თქვენი პრობლემა და განცდები. კონკრეტულად უთხარით, რას გრძნობთ. შემდეგ სთხოვეთ ამ მუხლებში, რომლებიც პავლეს განსაცდელებს აღგვიწერს, დაგანახვოთ თქვენი პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო პრინციპები.

16. რა მდგომარეობაში იყო პავლე?

16 წარმოისახეთ. წარმოიდგინეთ თავი პავლეს ადგილას. ის რომის ციხეში იმყოფება ბორკილდადებული. მართალია, ეს მისი პირველი პატიმრობა არ არის, მაგრამ ახლა ზუსტად იცის, რომ სიკვდილით დასჯა არ ასცდება. ზოგმა თანამსახურმა მას ზურგი აქცია. ამას ისიც ემატება, რომ პავლე ფიზიკურად დაუძლურებულია (2 ტიმ. 1:15).

17. როგორ შეიძლებოდა პავლე მოქცეულიყო?

17 პავლეს შეიძლებოდა ეფიქრა, წარსულში რომ სხვანაირად მოქცეულიყო, ციხეში არ აღმოჩნდებოდა. მას სრული საფუძველი ჰქონდა, გული მოსვლოდა იმ ძმებზე, რომლებმაც აზიაში ზურგი აქციეს და სხვების მიმართაც უნდობლობა გასჩენოდა. მაგრამ პავლე ასე არ მოქცეულა. რა დაეხმარა მას, რომ და-ძმებისადმი ნდობა და იეჰოვას იმედი არ დაეკარგა?

18. როგორ შეხვდა პავლე განსაცდელს?

18 დაფიქრდით. რა გამოსავალი იპოვა პავლემ ამ სიტუაციაში? გარდაუვალი სიკვდილის მოლოდინში მას მხედველობიდან არ გამორჩენია ყველაზე მთავარი — იეჰოვას განდიდება. ის სხვების გამხნევებაზეც ფიქრობდა. პავლე ხშირად ლოცულობდა, რითაც ცხადყოფდა, რომ ენდობოდა იეჰოვას (2 ტიმ. 1:3). მას გამუდმებით ის აზრი კი არ უტრიალებდა თავში, როგორ მიატოვეს სხვებმა, პირიქით, ძალიან მადლიერი იყო იმ ერთგული და-ძმების, რომლებიც პრაქტიკულ დახმარებას უწევდნენ. გარდა ამისა, პავლე იკვლევდა ღვთის სიტყვას (2 ტიმ. 3:16, 17; 4:13). რაც მთავარია, მას იოტისოდენა ეჭვიც არ შეჰპარვია იეჰოვასა და იესოს სიყვარულში. ის გრძნობდა მათ მხარდაჭერას და სჯეროდა, რომ მისი ერთგულება დაჯილდოვდებოდა.

19. როგორ ეხმარებოდა იეჰოვა პავლეს?

19 იეჰოვას გაფრთხილებული ჰყავდა პავლე, რომ როგორც ქრისტიანს დევნის ატანა მოუწევდა (საქ. 21:11—13). როგორ ეხმარებოდა მას იეჰოვა? ის ისმენდა პავლეს ლოცვებს და ძალას მატებდა (2 ტიმ. 4:17). მოციქული დარწმუნებული იყო, რომ მოიპოვებდა ჯილდოს, რომლისთვისაც ასე ირჯებოდა. იეჰოვამ სხვა ქრისტიანებიც აღძრა პავლეს დასახმარებლად.

20. რომაელების 8:38, 39-ის თანახმად, რატომ გაუძლო პავლემ განსაცდელებს და როგორ მივბაძოთ მას?

20 გამოიყენეთ. დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ პავლეს. მის მსგავსად არც ჩვენ ვართ დევნისგან დაზღვეული (მარ. 10:29, 30). განსაცდელების დროს ერთგულება რომ შევინარჩუნოთ, ლოცვა და ღვთის სიტყვის კვლევის კარგი ჩვევა დაგვეხმარება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაზე მთავარი იეჰოვას განდიდებაა. გვჯეროდეს, რომ იეჰოვა არასდროს მიგვატოვებს და ვერაფერი გაუნელებს ჩვენდამი სიყვარულს (წაიკითხეთ რომაელების 8:38, 39; ებრ. 13:5, 6).

ისწავლეთ სხვა ბიბლიური მაგალითებიდან

21. რა დაეხმარა აიასა და ჰექტორს სირთულეების გადალახვაში?

21 ბიბლიური მაგალითები ძალას შეგვმატებს, რომ მოთმინებით ავიტანოთ ნებისმიერი განსაცდელი. მაგალითად, იაპონიაში მცხოვრები აია, რომელიც პიონერად მსახურობს, ამბობს, რომ იონას მაგალითი დაეხმარა, დაეძლია საჯაროდ ქადაგების შიში. ჰექტორი, ინდონეზიაში მცხოვრები ერთი ახალგაზრდა, რომლის მშობლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები, რუთის მაგალითმა აღძრა, რომ მეტი გაეგო იეჰოვას შესახებ და მისი მსახური გამხდარიყო.

22. რა უნდა გააკეთოთ, რომ ფილმებში თუ რუბრიკაში „მიჰბაძეთ მათ რწმენას“ თქვენთვის პრაქტიკული მხარეები დაინახოთ?

22 სად შეგიძლიათ მოიძიოთ უფრო მეტი ინფორმაცია იმ ბიბლიურ მაგალითებზე, რომლებიც ძალას შეგმატებთ? ბიბლიური სიუჟეტების უკეთ წარმოსახვაში დაგეხმარებათ ჩვენი ფილმები, ბიბლიის მხატვრული კითხვა და რუბრიკა „მიჰბაძეთ მათ რწმენას“.d სანამ უყურებთ, მოუსმენთ ან წაიკითხავთ ამ საგულდაგულოდ გამოკვლეულ ინფორმაციას, სთხოვეთ იეჰოვას, თქვენთვის პრაქტიკული მხარეები დაგანახვოთ. შეეცადეთ, მის ადგილას წარმოიდგინოთ თავი, ვის ისტორიასაც კითხულობთ. დაფიქრდით, რა გადახდათ თავს ამ ღვთისმოშიშ ადამიანებს და გაიგეთ, როგორ დაეხმარა მათ იეჰოვა სირთულეების გადალახვაში. შემდეგ მიღებული ინფორმაცია თქვენს სიტუაციას მიუსადაგეთ. მადლიერი იყავით იეჰოვასი იმისთვის, რაც აქამდე თქვენთვის გაუკეთებია. მადლიერებას იმით გამოხატავთ, თუ ეცდებით, გაამხნეოთ სხვები და მხარში ამოუდგეთ.

23. ესაიას 41:10, 13-ის თანახმად, რას გვპირდება იეჰოვა?

23 სატანის ქვეყნიერებაში ცხოვრება არათუ რთული, ზოგჯერ აუტანელიც კია (2 ტიმ. 3:1). მაგრამ ამის გამო შიში და წუხილი არ ღირს, რადგან იეჰოვამ იცის, რისი ატანა გვიწევს. ის გვპირდება, რომ, თუ რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით, თავის ძლიერ მარჯვენას ჩაგვჭიდებს (წაიკითხეთ ესაიას 41:10, 13). სრული დამაჯერებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წმინდა წერილებიდან მივიღებთ ძალას, რომელიც ნებისმიერ სირთულეს გადაგვალახვინებს.

როგორ უპასუხებთ?

  • რომელი 4-ეტაპიანი მეთოდი დაგვეხმარება, რომ ბიბლიის კვლევა ჩვენთვის მაქსიმალურად პრაქტიკული იყოს?

  • რას ვსწავლობთ მეფე დავითისა და მოციქული პავლესგან?

  • ბიბლიაში მოხსენიებული რომელი ღვთისმსახურის შესახებ გსურთ მეტი ინფორმაციის მოძიება?

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 96 ღვთის წიგნი საუნჯეა

a ბიბლიური ისტორიებიდან ვხედავთ, რომ იეჰოვას უყვარს თავისი მსახურები და ნებისმიერი განსაცდელის დროს მოთმინების ძალას აძლევს. ამ სტატიაში ვიმსჯელებთ, როგორ უნდა ვიკვლიოთ ბიბლია ისე, რომ მეტი პრაქტიკული ღირებულება ჰქონდეს ჩვენთვის.

b ეს ბიბლიის კვლევის მხოლოდ ერთ-ერთი მეთოდია. ღვთის სიტყვის კვლევასთან დაკავშირებით დამატებითი რჩევები შეგიძლიათ იხილოთ „იეჰოვას მოწმეთა საკვლევ სახელმძღვანელოში“, თემა „ბიბლია“, ქვესათაური „ბიბლიის კითხვა და გაგება“.

c ამ ბიბლიურ მონაკვეთებს ნუ წაიკითხავთ კრებაში სტატიის განხილვის დროს.

d იხილეთ „მიჰბაძეთ მათ რწმენას — ბიბლიაში მოხსენიებული მამაკაცები და ქალები“ ვებგვერდზე jw.org (იხილეთ ბიბლიური სწავლებები / ღვთისადმი რწმენა).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება