საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w22 ივნისი გვ. 29
  • იცოდით თუ არა?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იცოდით თუ არა?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2022
  • მსგავსი მასალა
  • დამარხვა, დასამარხი ადგილი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • დაკრძალვა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • სამახსოვრო სამარხი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • სამარხი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2022
w22 ივნისი გვ. 29

იცოდით თუ არა?

იძლეოდნენ რომაელები იმ ადამიანის ღირსეულად დაკრძალვის უფლებას, რომელსაც ძელზე აკრავდნენ?

ᲡᲐᲮᲐᲠᲔᲑᲔᲑᲘᲓᲐᲜ ბევრისთვის ცნობილია, როგორ გააკრეს იესო ძელზე ორ ყაჩაღს შორის (მათ. 27:35—38). სახარებები იმასაც გვამცნობს, რომ იესოს ცხედარი დასამარხავად მოამზადეს და შემდეგ სამარხში დაასვენეს. მაგრამ ბევრი ეჭვქვეშ აყენებს ამ ბიბლიური ცნობის სიზუსტეს (მარ. 15:42—46).

ზოგი კრიტიკოსი აცხადებს, რომ სახარებისეული ცნობა არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან, მათი აზრით, ასე დასჯილი ადამიანის ღირსეულად დაკრძალვის საშუალებას არავის მისცემდნენ. ჟურნალისტი არიელ საბარი შემდეგნაირად ხსნის, თუ რას ეფუძნება ეს მოსაზრება: „ვინაიდან ჯვარცმა ნაძირალებისთვის განკუთვნილი სასჯელი იყო, ზოგი მკვლევრისთვის ყოვლად წარმოუდგენელია, რომ რომაელებს ამგვარად დასჯილი ადამიანის ღირსეულად დაკრძალვის უფლება მიეცათ ვინმესთვის“ (Smithsonian). რომაელები ცდილობდნენ, დასჯილი ბოროტმოქმედის ღირსება ბოლომდე მიწასთან გაესწორებინათ, ამიტომ ხშირ შემთხვევაში მათ ცხედრებს ძელიდან არ ხსნიდნენ და მტაცებლებს უტოვებდნენ საჯიჯგნად, ცხედრის ნარჩენებს კი საერთო სამარხში ყრიდნენ.

თუმცაღა არქეოლოგიური გათხრები სულ სხვა დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს. 1968 წელს იერუსალიმთან ახლოს ტიპურ იუდაურ საოჯახო სამარხში აღმოჩენილ იქნა პირველ საუკუნეში სიკვდილით დასჯილი მამაკაცის ჩონჩხის ნარჩენები. ეს ნარჩენები მოთავსებული იყო ძვლების შესანახ სპეციალურ ყუთში, ოსუარიუმში. ძვლებს შორის შემორჩენილიყო ქუსლის ძვალი, რომელიც 11,5 სმ-ის რკინის ლურსმნით ხის ფიცარზე ყოფილა მიჭედებული. როგორც არიელ საბარი აღნიშნავს, „ვინმე იეჰოხანანის ქუსლის ძვლის აღმოჩენამ წერტილი დაუსვა ხანგრძლივ დებატებს იმის თაობაზე, რამდენად სანდო იყო სახარებისეული ცნობა იესოს სამარხში დასვენების შესახებ. იეჰოხანანის ქუსლი იმის თვალსაჩინო მოწმობაა, რომ იესოს ეპოქაში რომაელები იძლეოდნენ ჯვარცმულთა იუდაური წესით დამარხვის უფლებას“.

ამ აღმოჩენამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იყო გაკრული იესო ძელზე. თუმცა ერთი რამ ცხადია: ასეთი სახით დასჯილთაგან ზოგიერთებს ღირსეულადაც მარხავდნენ. აშკარაა, ბიბლია არ ტყუის, როცა ამბობს, რომ იესოს ცხედარი სამარხში დაასვენეს, რადგან ამის უტყუარი მტკიცებულება უკვე არსებობს.

რაც ყველაზე მთავარია, იეჰოვას ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა, რომ იესო მდიდარი კაცის სამარხში დაიმარხებოდა, ღვთის სიტყვის შესრულებას კი ვერაფერი აღუდგება წინ (ეს. 53:9; 55:11).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება