საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w24 ივნისი გვ. 19
  • მკითხველთა შეკითხვები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მკითხველთა შეკითხვები
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
  • მსგავსი მასალა
  • იეჰოვას ხალხი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მოშურნეა
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით 2016
  • „თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2018
  • „ის შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
  • აქვს იეჰოვას გრძნობები?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
w24 ივნისი გვ. 19

მკითხველთა შეკითხვები

ფსალმუნის 12:7-ში მოხსენიებული ნაცვალსახელი „მათ“ მიანიშნებს „საწყლებზე“ (მე-5 მუხლი) თუ „იეჰოვას სიტყვებზე“ (მე-6 მუხლი)?

კონტექსტიდან იკვეთება, რომ ნაცვალსახელში „მათ“ ადამიანები იგულისხმებიან.

ფსალმუნის 12:1—4-ში დავითი ჯერ იმას აღნიშნავს, რომ „აღარ დარჩა ერთგული“ და შემდეგ წარმოთქვამს მე-5-დან მე-7 მუხლებში ჩაწერილ სიტყვებს:

«„საწყალთა ჩაგვრისა

და საბრალოთა ოხვრის გამო

მათ საშველად წამოვიმართები, — ამბობს იეჰოვა. —

ვიხსნი მათ მოძულეთაგან“.

წმინდაა იეჰოვას სიტყვები,

თიხის ქურაში შვიდჯერ გაწმენდილი ხალასი ვერცხლივითაა.

შენ დაიცავ მათ, იეჰოვა,

სამარადისოდ დაიფარავ თითოეულს ამ მოდგმისგან».

მე-5 მუხლში ვკითხულობთ ღვთის სიტყვებს, რომ საწყლებს იხსნის.

მე-6 მუხლში ნათქვამია, რომ „წმინდაა იეჰოვას სიტყვები“, „განწმენდილი ხალასი ვერცხლივითაა“, რასაც ჩვენც მთელი გულით ვეთანხმებით (ფსალმ. 18:30; 119:140).

შემდეგ მე-7 მუხლში ვკითხულობთ: „შენ დაიცავ მათ, იეჰოვა, სამარადისოდ დაიფარავ თითოეულს ამ მოდგმისგან“. თუმცა ისმის კითხვა, ვინ ან რა იგულისხმება ნაცვალსახელში „მათ“?

ვინაიდან წინა მუხლში „იეჰოვას სიტყვებია“ მოხსენიებული, ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ იეჰოვა სწორედ თავის სიტყვებს დაიცავდა. მართლაც, იეჰოვა ოდითგან იცავდა თავის სიტყვას მოძულეთაგან, რომლებიც მის განადგურებას ცდილობდნენ და უკრძალავდნენ ხალხს მის წაკითხვასა და თარგმნას (ეს. 40:8; 1 პეტ. 1:25).

თუმცა ისიც ფაქტია, რომ მე-5 მუხლში მოხსენიებულ „საწყლებსა“ და „ჩაგრულებს“ იეჰოვა ყოველთვის იცავდა და მომავალშიც დაიცავს (იობ. 36:15; ფსალმ. 6:4; 31:1, 2; 54:7; 145:20).

მაშ, რატომ ვამბობთ გადაჭრით, რომ მე-7 მუხლში ნაცვალსახელში „მათ“ მხოლოდ ადამიანები იგულისხმებიან?

ამის თქმის საფუძველს თავად ეს ფსალმუნი გვაძლევს.

მე-12 ფსალმუნის პირველი მუხლიდან ჩანს, რომ ხალხის ორგულობისა და უპატიოსნობის გამო ბევრი იჩაგრებოდა. მესამე მუხლში კი აღნიშნულია, რომ იეჰოვა დასჯის ყველას, ვინც ცუდის თქმისგან უკან არ იხევს. ეს ფსალმუნი იმაში გვარწმუნებს, რომ იეჰოვა აუცილებლად გამოექომაგება თავის ხალხს, რადგან მისი სიტყვები წმინდაა.

აქედან გამომდინარე, მე-7 მუხლში იეჰოვა დაცვასა და მფარველობას ბოროტების მიერ დაჩაგრულ ხალხს ჰპირდება.

ამ მუხლში ნაცვალსახელი „მათ“ ებრაული წერილების მასორეტული ტექსტის საფუძველზეა გადმოტანილი. ბერძნულ სეპტუაგინტაში ამ მუხლში ორგან არის ნახსენები ნაცვალსახელი „ჩვენ“ და, ცალსახაა, რომ საუბარი მიდის საწყალ და დაჩაგრულ ღვთის ერთგულ მსახურებზე. აღსანიშნავია ისიც, რასაც მუხლის მეორე ნაწილში ვკითხულობთ. დავითი აღნიშნავს, რომ იეჰოვა დაიფარავს თითოეულ ერთგულს „ამ მოდგმისგან“ ანუ მათგან, ვინც უზნეობას განადიდებს (ფსალმ. 12:7, 8). არამეული თარგუმიც მხარს უჭერს იმ აზრს, რომ მე-7 მუხლში ნაცვალსახელში „მათ“ ღვთის სიტყვები კი არა, ადამიანები იგულისხმებიან. აქ ვკითხულობთ: „უფალო, შენ დაიფარავ მართალს, სამარადისოდ დაიცავ მათ ამ ბოროტი მოდგმისგან“.

ზემოთქმულიდან გამომდინარე აშკარაა, ამ მუხლის მიზანი ერთგული ადამიანების იმაში დარწმუნება იყო, რომ იეჰოვა არ დატოვებდა მათ გასაჭირში.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება