ᲘᲓᲔᲔᲑᲘ ᲙᲕᲚᲔᲕᲘᲡᲗᲕᲘᲡ
ყოველთვის შეეცადეთ, რაღაც ახალი დაინახოთ
სანამ შესწავლას შევუდგებით, შესაძლოა გარკვეული წარმოდგენა გვქონდეს, რა სახის ინფორმაციას მივიღებთ. თუმცა სიფრთხილე გვმართებს, რომ ამის გამო მხედველობიდან არ გამოგვრჩეს ის, რისი სწავლებაც იეჰოვას სურს ჩვენთვის. რა დაგვეხმარება, ყოველთვის დავინახოთ შესწავლისას რაღაც ახალი?
სთხოვეთ იეჰოვას სიბრძნე. ლოცვაში სთხოვეთ იეჰოვას, დაგანახვოთ, რისი სწავლება სურს თქვენთვის მოცემულ მომენტში (იაკ. 1:5). არ იფიქროთ, რომ უკვე ყველაფერი იცით და ახალს ვერაფერს გაიგებთ (იგავ. 3:5, 6).
ბიბლიას მოქმედების საშუალება მიეცით. „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი“ (ებრ. 4:12). ყოველ ჯერზე, როცა ბიბლიას ვკითხულობთ, შეგვიძლია რაღაც ახალი ვისწავლოთ, რაც ცხოვრებაში გამოგვადგება. თუმცა ღვთის სიტყვა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახდენს ჩვენზე გავლენას, თუ ვაცნობიერებთ, რომ გვჭირდება უფრო მეტის სწავლა.
იყავით მადლიერი სულიერი საზრდოსთვის. იეჰოვამ სულიერი ნადიმი გაგვიმართა „ნაირ-ნაირი კერძებით“ (ეს. 25:6). ამიტომ მაშინაც კი, თუ ვფიქრობთ, რომ რომელიმე საკითხი ნაკლებად საინტერესოა, მაინც უნდა „დავაგემოვნოთ“. ამ შემთხვევაში საშუალებას მივცემთ იეჰოვას, პიროვნულად გაგვზარდოს და შესწავლაც მეტ სიამოვნებას მოგვანიჭებს.