საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w24 ოქტომბერი გვ. 30
  • იცოდით თუ არა?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იცოდით თუ არა?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
  • მსგავსი მასალა
  • მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მეფე დავითი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • ღმერთმა მუსიკა საჩუქრად უბოძა ჩვენს გულს
    გამოიღვიძეთ! — 2008
  • ღვთისთვის სასიამოვნო მუსიკა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
  • აქვს მნიშვნელობა, როგორ მუსიკას მოვუსმენ?
    ახალგაზრდების შეკითხვები
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
w24 ოქტომბერი გვ. 30
ლევიანი მუსიკოსები საყვირებით, ქნარებითა და სიმღერით განადიდებენ იეჰოვას.

იცოდით თუ არა?

რა როლს ასრულებდა მუსიკა ისრაელების ცხოვრებაში?

ᲛᲣᲡᲘᲙᲐ ებრაული კულტურის განუყოფელი ნაწილი იყო. ბიბლია მრავალჯერ მოიხსენიებს როგორც ვოკალურ, ისე ინსტრუმენტულ მუსიკას. თავად ბიბლიის ერთი მეათედი სიმღერებია. მაგალითად, „ფსალმუნები“, „ქებათა ქება“ და „გოდება“ თითქმის მთლიანად სიმღერების ტექსტებია. როგორც ერთ ნაშრომშია ნათქვამი, ბიბლიიდან აშკარად ჩანს, რომ მუსიკას ებრაელთა ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა (Music in Biblical Life).

მუსიკის როლი რიგითი ებრაელის ცხოვრებაში. ებრაელები თავიანთი გრძნობების გამოსახატავად ინსტრუმენტებზე უკრავდნენ და მღეროდნენ (ეს. 30:29). მაგალითად, მეფედ ცხების, სხვადასხვა დღესასწაულის თუ ომში გამარჯვების შემდეგ ქალები დაირების თანხლებით მღეროდნენ და ცეკვავდნენ (მსაჯ. 11:34; 1 სამ. 18:6, 7; 1 მეფ. 1:39, 40). ებრაელები საკმაოდ ემოციურ სამგლოვიარო სიმღერებსაც ასრულებდნენ (2 მატ. 35:25). „ებრაელი ხალხი მართლაც უზომოდ მუსიკალური იყო“, – აღნიშნულია მაკ-კლინტოკისა და სტრონგის ენციკლოპედიაში.

მუსიკის როლი სამეფო კარზე. ისრაელში მეფეები ძალიან აფასებდნენ მუსიკას. მაგალითად, მეფე საულმა დავითი კარის მუსიკოსად მიიწვია (1 სამ. 16:18, 23). მოგვიანებით, როცა დავითი გამეფდა, ის თავად ქმნიდა სხვადასხვა მუსიკალურ საკრავს და სიმღერებსაც წერდა. მან იმასაც გაუწია ორგანიზება, რომ იეჰოვას ტაძარში ორკესტრს დაეკრა (2 მატ. 7:6; ამოს. 6:5). მეფე სოლომონსაც ჰყავდა თავის კარზე მომღერლები, როგორც კაცები, ისე ქალები (ეკლ. 2:8).

მუსიკის როლი იეჰოვას თაყვანისმცემლობაში. მუსიკა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა იეჰოვას თაყვანისმცემლობაში. ამაზე მოწმობს ის ფაქტი, რომ იერუსალიმის ტაძარში 4 000 კაცი ასრულებდა სხვადასხვა საკრავზე მუსიკას, მათ შორის წინწილებზე, ქნარებზე, სხვა სიმებიან საკრავებსა და საყვირებზე (1 მატ. 23:5; 2 მატ. 5:12). თუმცა სიმღერით იეჰოვას მხოლოდ დახელოვნებული მგალობლები კი არა, ყველა ებრაელი განადიდებდა. იერუსალიმში დღესასწაულების აღსანიშნავად მიმავალი ებრაელები გზად „აღსავალ სიმღერებს“ მღეროდნენ (ფსალმ. 120–134). აგრეთვე, როგორც იუდაისტური ჩანაწერებიდან ჩანს, ისინი პასექის აღნიშვნის დროს ჰალელებსa ასრულებდნენ.

მუსიკას დღემდე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ღვთის ხალხის ცხოვრებაში (იაკ. 5:13). სიმღერით იეჰოვას განვადიდებთ (ეფეს. 5:19). ის თანაქრისტიანებთანაც გვაახლოებს და განსაცდელების დროს მოთმინების ძალას გვმატებს (კოლ. 3:16; საქ. 16:25). სიმღერები მართლაც ერთობ ნატიფად გამოხატავს იეჰოვასადმი ჩვენს რწმენასა და სიყვარულს.

a 113–118 ფსალმუნების იუდაური დასახელება.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება