ᲘᲓᲔᲔᲑᲘ ᲙᲕᲚᲔᲕᲘᲡᲗᲕᲘᲡ
იეჰოვას ერთგულები თავიანთი აღთქმის ერთგულებიც არიან
წაიკითხეთ მსაჯულების 11:30–40, სადაც მოთხრობილია, როგორ უერთგულეს იფთახმა და მისმა ქალიშვილმა დადებულ აღთქმას.
დაფიქრდით კონტექსტზე. რა დამოკიდებულება ჰქონდათ ისრაელებს იეჰოვასთვის დადებული აღთქმის მიმართ? (რიცხ. 30:2). საიდან გამოჩნდა იფთახისა და მისი ქალიშვილის რწმენა? (მსაჯ. 11:9–11, 19–24, 36).
გამოიკვლიეთ. რას დაჰპირდა იფთახი იეჰოვას და რა იგულისხმა? (w16.04 7 ¶12). რა მსხვერპლზე მოუწიათ წასვლა იფთახსა და მის ქალიშვილს ამ აღთქმის შესასრულებლად? (w16.04 7, 8 ¶14–16). რა აღთქმებს დებენ დღეს ქრისტიანები? (w17.04 5–8 ¶10–19).
დაფიქრდით, რას სწავლობთ.
რა დამეხმარება, ჩემი მიძღვნის აღთქმის თანახმად ვიცხოვრო? (w20.03 13 ¶20).
რა მსხვერპლის გასაღებად ვარ მზად, რომ იეჰოვასთვის ბოლომდე დავიხარჯო?
რა დამეხმარება, ვუერთგულო ქორწინების აღთქმას? (მათ. 19:5, 6; ეფეს. 5:28–33).