საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w24 დეკემბერი გვ. 30
  • მკითხველთა შეკითხვები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მკითხველთა შეკითხვები
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
  • მსგავსი მასალა
  • ანგელოზები — „მომსახურე სულები“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • ვინ არიან ანგელოზები?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • როგორ გეხმარებიან ანგელოზები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
  • ანგელოზები ერევიან ისინი ჩვენს ცხოვრებაში?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
w24 დეკემბერი გვ. 30

მკითხველთა შეკითხვები

რომელ ანგელოზებზეა საუბარი 1 ტიმოთეს 5:21-ში?

აი რა მისწერა მოციქულმა პავლემ ტიმოთეს, რომელიც მასავით უხუცესად მსახურობდა: „ღვთის, ქრისტე იესოსა და რჩეული ანგელოზების წინაშე მოგიწოდებ, რომ წინასწარაკვიატებული აზრისა და ყოველგვარი მიკერძოების გარეშე მიჰყვე ამ მითითებებს“ (1 ტიმ. 5:21, სქ.).

თავიდან იმაზე ვიმსჯელოთ, რომელი ანგელოზები არ იგულისხმებიან ამ კატეგორიაში. აშკარაა, რომ აქ საუბარი არ მიდის 144 000 სულით ცხებულზე, რადგან, როცა პავლემ ეს სიტყვები ტიმოთეს მისწერა, ზეციერი ცხოვრებისთვის მოციქულებისა თუ სხვა ცხებული ქრისტიანების აღდგომა ჯერ არ იყო დაწყებული. შესაბამისად, იმ დროისთვის ისინი არ იყვნენ სულიერი ქმნილებები. ამიტომ „რჩეულ ანგელოზებში“ მათ ვერ მოვიაზრებთ (1 კორ. 15:50–54; 1 თეს. 4:13–17; 1 იოან. 3:2).

ცხადია, ამ მუხლში მოხსენიებულ ანგელოზებში შეუძლებელია, ის ანგელოზები იგულისხმებოდნენ, რომლებიც წარღვნის პერიოდში ეურჩნენ იეჰოვას, სატანას მიემხრნენ და დემონები გახდნენ, მოგვიანებით კი იესოს დაუპირისპირდნენ (დაბ. 6:2; ლუკ. 8:30, 31; 2 პეტ. 2:4). მომავალში იესო მათ 1 000 წლით უფსკრულში დაამწყვდევს, შემდეგ კი სატანასთან ერთად გაანადგურებს (იუდ. 6; გამოცხ. 20:1–3, 10).

პავლე რჩეულ ანგელოზებს ღმერთთან და ქრისტესთან ერთად მოიხსენიებს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ეს ანგელოზები მათი მხარდამჭერები არიან.

იეჰოვას უთვალავი ერთგული ანგელოზი ემსახურება. თუმცა არ უნდა ვიფიქროთ, რომ ისინი ყოველთვის ერთსა და იმავე დავალებას ასრულებენ (ებრ. 12:22, 23; გამოცხ. 14:17, 18). მაგალითად, ერთხელ მხოლოდ ერთ ანგელოზს დაევალა 185 000 ასურელი მეომრის განადგურება (2 მეფ. 19:35). ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რომ არაერთ ანგელოზს მიეცა დავალება, იესოს სამეფოდან მოაგროვოს „ყოველგვარი საცდური თუ უკანონობის ჩამდენი“ (მათ. 13:39–41). ზოგი ანგელოზის მოვალეობა ის იქნება, რომ იესოს რჩეულები შეკრიბოს ზეცაში (მათ. 24:31); ზოგს კი იეჰოვამ ჩვენი დაცვა დაავალა (ფსალმ. 91:11; მათ. 18:10; შეადარეთ მათეს 4:11 და ლუკას 22:43).

ანგელოზი ცოლ-ქმარს ერთი სახლისკენ მიუძღვის, სადაც მამაკაცი ლოცულობს.

1 ტიმოთეს 5:21-ის კონტექსტში პავლე აღნიშნავს, რომ უხუცესები, რომლებიც პასუხისმგებლობით ეკიდებიან თავიანთ დავალებას, კრების მხრიდან პატივისცემის ღირსნი არიან. ის იმასაც ამბობს, რომ უხუცესებს არ უნდა ჰქონდეთ წინასწარაკვიატებული აზრი, არ უნდა იყვნენ მიკერძოებულები და გადაწყვეტილებები ნაჩქარევად და დაუფიქრებლად არ უნდა მიიღონ. მათ ნამდვილად აქვთ საფუძვლიანი მიზეზი, გაითვალისწინონ პავლეს ღვთივშთაგონებული რჩევა, რადგან თავიანთ დავალებას „ღვთის, ქრისტე იესოსა და რჩეული ანგელოზების წინაშე“ ასრულებენ. ამ ანგელოზებს კრებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საქმე ევალებათ. ისინი იცავენ ღვთის მსახურებს, ხელმძღვანელობენ სამქადაგებლო საქმეს და თავიანთ დაკვირვებებს უზიარებენ იეჰოვას, როგორც ამას პირველ საუკუნეში აკეთებდნენ (მათ. 18:10; გამოცხ. 14:6).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება