საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w25 აპრილი გვ. 14-19
  • ჩვენთვის კარგია და-ძმებთან დაახლოება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ჩვენთვის კარგია და-ძმებთან დაახლოება
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ᲠᲐᲢᲝᲛ ᲣᲜᲓᲐ ᲓᲐᲕᲣᲐᲮᲚᲝᲕᲓᲔᲗ ᲔᲠᲗᲛᲐᲜᲔᲗᲡ
  • ᲞᲐᲢᲘᲕᲘ ᲔᲪᲘᲗ ᲔᲠᲗᲛᲐᲜᲔᲗᲡ
  • „ᲐᲠ ᲘᲧᲝᲡ ᲒᲐᲜᲮᲔᲗᲥᲘᲚᲔᲑᲐ ᲗᲥᲕᲔᲜ ᲨᲝᲠᲘᲡ“
  • ᲒᲕᲘᲧᲕᲐᲠᲓᲔᲡ ᲡᲐᲥᲛᲘᲗ, ᲒᲣᲚᲬᲠᲤᲔᲚᲐᲓ
  • იეჰოვას უყვარხართ!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
  • ჩვენთვის „კარგია ღმერთთან დაახლოება“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • გადაწყვეტილებები, რომლებიც იეჰოვასადმი ნდობაზე მეტყველებს
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2023
  • ხელგაშლილობა გვაბედნიერებს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
w25 აპრილი გვ. 14-19

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 16

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 87 მოდით და გამოცოცხლდით!

ჩვენთვის კარგია და-ძმებთან დაახლოება

„რა კარგია და რა სასიამოვნო, შეხმატკბილებულად რომ ცხოვრობენ ძმები!“ (ᲤᲡᲐᲚᲛ. 133:1).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ დავუახლოვდეთ ერთმანეთს და რატომაა კარგი თანაქრისტიანებთან დამეგობრება.

1, 2. რას აქცევს იეჰოვა დიდ ყურადღებას და რას მოელის ჩვენგან?

ᲘᲔᲰᲝᲕᲐ დიდ ყურადღებას აქცევს იმას, თუ როგორ ვეპყრობით სხვებს. იესომ მოგვიწოდა, მოყვასი საკუთარი თავივით გვყვარებოდა (მათ. 22:37–39). მოყვასში ის ადამიანებიც იგულისხმებიან, ვინც არ იზიარებენ ჩვენს მრწამსს. როცა ვითვალისწინებთ იესოს ამ რჩევას, იეჰოვას ვბაძავთ, „რომელსაც მზე ბოროტებისთვისაც ამოჰყავს და კეთილებისთვისაც და წვიმას მართლებსაც უგზავნის და უმართლოებსაც“ (მათ. 5:45).

2 მართალია, იეჰოვას ყველა ადამიანი უყვარს, მაგრამ განსაკუთრებული გრძნობები მათ მიმართ აქვს, ვინც მისი ნორმებით ცხოვრობს (იოან. 14:21). მას სურს, რომ ჩვენც მსგავსი დამოკიდებულება გვქონდეს. ამიტომაც მოგვიწოდებს, რომ მთელი გულით გვიყვარდეს და სათუთი გრძნობები გვქონდეს თანაქრისტიანების მიმართ (1 პეტ. 4:8; რომ. 12:10). სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, უნდა ვეცადოთ, ისეთივე თბილი დამოკიდებულება გვქონდეს მათ მიმართ, როგორიც ჩვენი ახლობლებისა და ნათესავების მიმართ გვაქვს.

3. რა სჭირდება სიყვარულს?

3 მოციქულმა პავლემ ქრისტიანებს მოუწოდა: „ძმათმოყვარეობა შეინარჩუნეთ!“ (ებრ. 13:1). სიყვარული შეიძლება ოთახის მცენარეს შევადაროთ, რომელსაც მოვლა და გაფრთხილება სჭირდება. იეჰოვასაც ის უნდა, რომ და-ძმებისადმი ჩვენს სიყვარულს მოვუფრთხილდეთ და გავაძლიეროთ. ამ სტატიაში ვიმსჯელებთ, რატომ უნდა დავუახლოვდეთ თანაქრისტიანებს და რა დაგვეხმარება ამაში.

ᲠᲐᲢᲝᲛ ᲣᲜᲓᲐ ᲓᲐᲕᲣᲐᲮᲚᲝᲕᲓᲔᲗ ᲔᲠᲗᲛᲐᲜᲔᲗᲡ

4. რა უნდა გავაკეთოთ, რომ კვლავაც დავაფასოთ ჩვენი ერთობა? (ფსალმუნი 133:1; იხილეთ აგრეთვე სურათები).

4 წაიკითხეთ ფსალმუნის 133:1. ჩვენ ყველანი ვეთანხმებით ფსალმუნმომღერლის აზრს, რომ იეჰოვას მოყვარულებთან მეგობრობა კარგი და სასიამოვნოა. თუმცა ზოგჯერ, როცა რაღაცას თვალს ვაჩვევთ, გვიჭირს ხოლმე დაფასება. მაგალითად, შეიძლება ჩვენს სახლთან ახლოს ულამაზესი ხე დგას, მაგრამ მის სილამაზეს ვეღარ აღვიქვამთ. იმავეს თქმა შეიძლება კრებაში არსებულ ერთობაზე. ჩვენ ხშირად ვურთიერთობთ და-ძმებთან და უკვე მივეჩვიეთ მშვიდობიან გარემოს. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ჩვენთვის ჩვეულებრივი რამ არ გახდეს? ხშირად უნდა ვიფიქროთ იმაზე, რამდენად ძვირფასები არიან ჩვენი და-ძმები როგორც კრებისთვის, ისე ჩვენთვის. ამ შემთხვევაში მათდამი სიყვარულიც გაგვიძლიერდება.

ფოტოკოლაჟი: 1) და აღფრთოვანებული შეჰყურებს ლამაზ ხეს; 2) ეს და რეგიონულ კონგრესზე გულში იკრავს ერთ დას. იქვე მდგომი სხვა დამსწრეები ერთმანეთთან ურთიერთობენ.

ნურასდროს ვიფიქრებთ, რომ ჩვენი ერთობა ჩვეულებრივი რამაა (იხილეთ აბზაცი 4).


5. რა შთაბეჭდილებას უქმნის სხვებს ჩვენ შორის არსებული სიყვარული?

5 ბევრზე, ვინც ჩვენს შეხვედრებს პირველად დაესწრო, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენ შორის არსებულმა სიყვარულმა. ზოგისთვის ესეც კი საკმარისი აღმოჩნდა იმაში დასარწმუნებლად, რომ ჭეშმარიტება იპოვა. ამგვარად სრულდება იესოს შემდეგი სიტყვები: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, თუკი ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოან. 13:35). მოვიყვანოთ ერთი სტუდენტის, ჩეტრას, მაგალითი, რომელიც ბიბლიას სწავლობდა იეჰოვას მოწმეებთან. ის რეგიონულ კონგრესზე დაპატიჟეს. პირველივე დღეს მან თავის მასწავლებელს ასეთი რამ უთხრა: „ჩემი მშობლებიც კი არასდროს ჩამხუტებიან. არადა აქ უკვე 52-ჯერ ჩამეხუტნენ. ამ ხალხის მეშვეობით იეჰოვამ თავისი სიყვარული მაგრძნობინა. მინდა, მეც ამ ოჯახის წევრი გავხდე“. ჩეტრამ გააგრძელა სულიერი წინსვლა და 2024 წელს მოინათლა. ნამდვილად ასეა, როცა სხვები ჩვენს კარგ საქმეებსა და ჩვენს შორის არსებულ სიყვარულს ხედავენ, ხშირ შემთხვევაში იეჰოვას მსახურების სურვილი უჩნდებათ (მათ. 5:16).

6. როგორ გვიცავს და-ძმებთან სიახლოვე?

6 და-ძმებთან ახლო ურთიერთობა გვიცავს კიდეც. თუ რა მხრივ, ეს პავლეს სიტყვებიდან ჩანს: „ყოველდღე გაამხნევეთ ერთმანეთი, . . რათა რომელიმე თქვენგანი ცოდვის მაცდუნებელმა ძალამ არ გაგაჯიუტოთ“ (ებრ. 3:13). თუ შეცდომის გამო სიმართლის გზაზე ფეხი მოგვიცურდება, იეჰოვამ შეიძლება სწორედ თანაქრისტიანების მეშვეობით აღმოგვიჩინოს საჭირო დახმარება (ფსალმ. 73:2, 17, 23). განა დასაფასებელი არაა ისეთი გარემო, სადაც ყოველთვის გვერდში ამოგიდგებიან?!

7. რა კავშირია სიყვარულსა და ერთობას შორის? (კოლოსელები 3:13, 14).

7 ჩვენ ისეთ გარემოში ვტრიალებთ, სადაც ყველა ცდილობს, განივითაროს სიყვარული. ამის შედეგებსაც საკუთარი თვალით ვხედავთ (1 იოან. 4:11). მაგალითად, სიყვარული გვეხმარება, მოვუთმინოთ ერთმანეთს, რაც ჩვენი ქრისტიანული ერთობის საწინდარია (წაიკითხეთ კოლოსელების 3:13, 14; ეფეს. 4:2–6). სწორედ ამიტომაცაა ჩვენს შეხვედრებზე თბილი და მეგობრული გარემო, რასაც ანალოგი არ მოეძებნება.

ᲞᲐᲢᲘᲕᲘ ᲔᲪᲘᲗ ᲔᲠᲗᲛᲐᲜᲔᲗᲡ

8. როგორ გვეხმარება იეჰოვა ერთობის შენარჩუნებაში?

8 მსოფლიო საძმოს ერთობას შეიძლება თანამედროვე სასწაული ვუწოდოთ. რომ არა იეჰოვა, ჩვენი არასრულყოფილების ფონზე ეს შეუძლებელი იქნებოდა (1 კორ. 12:24, 25). ბიბლიაში ნათქვამია, რომ სწორედ ღმერთი გვასწავლის ერთმანეთის სიყვარულს (1 თეს. 4:9). ის თავისი სიტყვის მეშვეობით გვიხსნის, როგორ დავუახლოვდეთ ერთმანეთს. მთავარია, ჩვენ ვისწავლოთ და ცხოვრებაში გამოვიყენოთ (ებრ. 4:12; იაკ. 1:25). სწორედ ამას ვცდილობთ იეჰოვას მოწმეები.

9. რას ვსწავლობთ რომაელებისთვის მიწერილი პავლეს სიტყვებიდან?

9 როგორ დავუახლოვდეთ ერთმანეთს? რას გვირჩევს ღვთის სიტყვა? ვნახოთ, რა მისწერა პავლემ რომაელებს (წაიკითხეთ რომაელების 12:9–13). ალბათ ყურადღება მიაქციეთ შემდეგ სიტყვებს: „პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით“. ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავზე ავიღოთ ინიციატივა და სიყვარული გამოვავლინოთ და-ძმების მიმართ, მაგალითად, ვიყოთ მიმტევებლები, სტუმართმოყვარეები და გულუხვები (ეფეს. 4:32). ამ შემთხვევაში ჩვენზეც გამართლდება იესოს სიტყვები: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქ. 20:35).

10. რა კავშირია გულმოდგინებასა და ერთმანეთის პატივისცემას შორის? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

10 საინტერესოა, რომ, როცა მოციქულმა პავლემ ქრისტიანებს ერთმანეთის პატივისცემისკენ მოუწოდა, იქვე დასძინა: „გულმოდგინენი იყავით და ნუ იზარმაცებთ“. როგორია გულმოდგინე ადამიანი? ის დაუზარებელი და შრომისმოყვარეა, ნებისმიერ დავალებას მთელი მონდომებით ასრულებს და საქმე ბოლომდე მიჰყავს. იგავების 3:27, 28 მოგვიწოდებს: „ნუ დაუკავებ სიკეთეს მას, ვისაც ეკუთვნის, როცა დახმარების გაწევა შეგიძლია“. ეს იმას ნიშნავს, რომ როცა საჭიროება იქმნება, მაშინვე გავუწოდოთ და-ძმებს დახმარების ხელი და იმას არ დაველოდოთ, რომ ჩვენ ნაცვლად ამას სხვა გააკეთებს (1 იოან. 3:17, 18).

ახალგაზრდა ძმა კიბეზე დგას და ფოთლებისგან ასუფთავებს ასაკოვანი ძმის სახურავზე საწვიმარ ღარს.

და-ძმების დასახმარებლად პირველი ნაბიჯი თავად უნდა გადავდგათ (იხილეთ აბზაცი 10).


11. რა გვაახლოვებს კიდევ უფრო მეტად ერთმანეთთან?

11 ერთმანეთს პატივს იმითაც ვცემთ, თუ წყენას მალევე ვივიწყებთ. ეფესოელების 4:26 გვირჩევს: „მზე ისე ნუ ჩავა, რომ კვლავ გაბრაზებული იყოთ“. რატომ უნდა გავითვალისწინოთ ეს რჩევა? იმიტომ რომ, გასაქანი არ მივცეთ ეშმაკს, როგორც ამას 27-ე მუხლიდან ვიგებთ. თავის სიტყვაში იეჰოვა არაერთხელ მოგვიწოდებს, რომ მიმტევებლები ვიყოთ. მაგალითად, კოლოსელების 3:13-ში ვკითხულობთ: „მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს“. ფაქტია, როცა თვალს ვხუჭავთ თანაქრისტიანების შეცდომებზე და ვივიწყებთ წყენას, უფრო ვუახლოვდებით ერთმანეთს. ეს, თავის მხრივ, ჩვენ შორის მშვიდობასა და ერთიანობას უწყობს ხელს (ეფეს. 4:3).

12. როგორ გვეხმარება იეჰოვა, ვაპატიოთ სხვებს?

12 ფაქტია, ზოგჯერ ადვილი არაა, ვაპატიოთ მათ, ვინც გული გვატკინა. თუმცა ღვთის წმინდა სულის დახმარებით ამას შევძლებთ. მას შემდეგ, რაც პავლემ ქრისტიანებს ზემოთ განხილული რჩევები მისცა, იმისკენაც მოუწოდა, რომ წმინდა სულით ანთებულიყვნენ (რომ. 12:11). სწორედ წმინდა სული გვეხმარება, მთელი მონდომებით გავაკეთოთ ყველაფერი, რასაც იეჰოვა ჩვენგან მოელის. ამაში ისიც შედის, რომ ერთმანეთის მიმართ სათუთი გრძნობები გვქონდეს და მთელი გულით ვაპატიოთ. ამიტომ ყოველთვის უნდა ვთხოვოთ იეჰოვას, თავისი სულით დაგვეხმაროს (ლუკ. 11:13).

„ᲐᲠ ᲘᲧᲝᲡ ᲒᲐᲜᲮᲔᲗᲥᲘᲚᲔᲑᲐ ᲗᲥᲕᲔᲜ ᲨᲝᲠᲘᲡ“

13. რა შეიძლება გახდეს განხეთქილების მიზეზი?

13 ქრისტიანულ კრებაში ყველანი ერთმანეთისგან განსხვავებულები ვართ (1 ტიმ. 2:3, 4). ეს იქიდანაც ჩანს, თუ როგორი ჩაცმულობის ან ვარცხნილობის სტილს ვირჩევთ, როგორ ვატარებთ თავისუფალ დროს ან როგორ ვზრუნავთ საკუთარ ჯანმრთელობაზე (რომ. 14:4; 1 კორ. 1:10). თუმცა, თუ ფრთხილად არ ვიქნებით, განმასხვავებელმა ფაქტორებმა შეიძლება ჩვენ შორის განხეთქილება გამოიწვიოს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი ერთმანეთის მიმართ სიყვარულს გვასწავლის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საკუთარი აზრი უპირატესად არ უნდა მივიჩნიოთ და არც სხვებს უნდა მოვახვიოთ თავს (ფილ. 2:3).

14. რა უნდა გავაკეთოთ და რატომ?

14 კრებაში ერთობას იმითაც შევუწყობთ ხელს, თუ ყურადღებიანები ვიქნებით და გავამხნევებთ ერთმანეთს (1 თეს. 5:11). ბოლო პერიოდში ბევრი ისეთი და-ძმა დაუბრუნდა იეჰოვას, რომელიც სხვადასხვა მიზეზით იყო ჩამოშორებული კრებას. რა თქმა უნდა, ჩვენ მთელი გულით ვეგებებით მათ (2 კორ. 2:8). ერთ დას, რომელიც 10 წლის განმავლობაში არააქტიური იყო, დღემდე ახსოვს, როგორ თბილად შეხვდნენ კრებაში და-ძმები (საქ. 3:19). ის ამბობს: „ვგრძნობდი, რომ იეჰოვა და-ძმების მეშვეობით მეხმარებოდა სიხარულის დაბრუნებაში“. თუ ყველას მიმართ ყურადღებიანები ვიქნებით, იესო ჩვენი მეშვეობით გამოაცოცხლებს გულდამძიმებულებს (მათ. 11:28, 29).

15. კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ერთობისთვის? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

15 ერთობას რომ ხელი შევუწყოთ, იმასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, რას და როგორ ვამბობთ. იობის 12:11-ში ნათქვამია: „სიტყვებს ყური არჩევს, საჭმლის გემოს – ენა“. როგორც მზარეული აგემოვნებს კერძს, სანამ ვინმეს მიართმევს, ისე ჩვენც კარგად უნდა დავფიქრდეთ, სანამ რამეს ვიტყვით (ფსალმ. 141:3). მიზნად უნდა გვქონდეს, ჩვენი საუბრით გავამხნეოთ და განვამტკიცოთ სხვები (ეფეს. 4:29).

ძმა აგემოვნებს საჭმელს, სანამ სტუმრებს მიართმევს.

კარგად დაფიქრდით, სანამ რამეს იტყვით (იხილეთ აბზაცი 15).


16. განსაკუთრებით ვინ უნდა მიაქციოს ყურადღება საუბარს?

16 თავიანთ საუბარს განსაკუთრებით ქმრებმა და მშობლებმა უნდა მიაქციონ ყურადღება (კოლ. 3:19, 21; ტიტ. 2:4). ამ მხრივ უხუცესებიც უნდა გამოირჩეოდნენ, რადგან მათ ევალებათ, გამოაცოცხლონ და ანუგეშონ იეჰოვას ხალხი (ეს. 32:1, 2; გალ. 6:1). საბოლოო ჯამში, ყველასთვის საყურადღებოა ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები: „რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა!“ (იგავ. 15:23).

ᲒᲕᲘᲧᲕᲐᲠᲓᲔᲡ ᲡᲐᲥᲛᲘᲗ, ᲒᲣᲚᲬᲠᲤᲔᲚᲐᲓ

17. რა უნდა გავაკეთოთ, რომ და-ძმებისადმი ჩვენი სიყვარული გულწრფელი იყოს?

17 მოციქული იოანე მოგვიწოდებს: „გვიყვარდეს არა სიტყვითა და ენით, არამედ საქმით, გულწრფელად“ (1 იოან. 3:18). რა დაგვეხმარება, მთელი გულით შევიყვაროთ და-ძმები? რაც უფრო მეტ დროს დავუთმობთ მათთან ურთიერთობას, მით უფრო მეტად დავუახლოვდებით და ჩვენს შორის სიყვარულიც უფრო გაღრმავდება. ამიტომ უნდა შევეცადოთ, სხვადასხვა შესაძლებლობა გამოვიყენოთ და-ძმებთან საურთიერთოდ, იქნება ეს კრების შეხვედრებსა თუ მსახურებაში. გარდა ამისა, შეგვიძლია სახლში დავპატიჟოთ ისინი ან მათთან მივიდეთ სტუმრად. ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ ღვთისგან ვსწავლობთ ერთმანეთის სიყვარულს (1 თეს. 4:9). ჩვენ თავად დავრწმუნდებით ფსალმუნის 133:1-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტებაში: „რა კარგია და რა სასიამოვნო, შეხმატკბილებულად რომ ცხოვრობენ ძმები!“.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲑᲗ?

  • რატომაა კარგი თანაქრისტიანებთან დაახლოება?

  • საიდან გამოჩნდება, რომ პატივს ვცემთ ერთმანეთს?

  • როგორ უნდა შევუწყოთ ხელი ერთობას?

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 90 გავამხნეოთ ერთმანეთი

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება