ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲤᲠᲐᲖᲐ
იესომ „მორჩილება ისწავლა“
იესო ყოველთვის მამის მორჩილი იყო (იოან. 8:29). მაშ, რატომ არის ბიბლიაში ნათქვამი მასზე, რომ „მორჩილება ისწავლა იმით, რაც გადაიტანა“? (ებრ. 5:8).
დედამიწაზე ყოფნისას იესომ ისეთი რაღაცები გამოსცადა, რასაც ზეცაში ვერ გამოცდიდა. ის ღვთისმოშიშმა, მაგრამ არასრულყოფილმა მშობლებმა აღზარდეს (ლუკ. 2:51). მმართველები და რელიგიური წინამძღოლები სასტიკად და ვერაგულად მოექცნენ (მათ. 26:59; მარ. 15:15). ბოლოს კი მტანჯველი სიკვდილით მოკვდა. როგორც ბიბლია ამბობს, მან „თავი დაიმდაბლა და მორჩილი იყო სიცოცხლის ბოლომდე“ (ფილ. 2:8).
ვინაიდან ზეცისგან სრულიად განსხვავებულ გარემოში აღმოჩნდა, მას ახლებურად მოუწია მორჩილების სწავლა. ამგვარად იესო სრულყოფილი მეფე და მღვდელმთავარი გახდა, რომელსაც შეუძლია ბოლომდე გაგვიგოს და თანაგვიგრძნოს (ებრ. 4:15; 5:9). რადგან არაერთმა განსაცდელმა გამოსცადა მისი მორჩილება, იეჰოვასთვის კიდევ უფრო ძვირფასი გახდა. ჩვენც უფრო ძვირფასი და გამოსადეგი გავხდებით იეჰოვასთვის, თუ რთულ სიტუაციებშიც დავემორჩილებით მას (იაკ. 1:4).