საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w25 ნოემბერი გვ. 28-29
  • „შეინარჩუნეთ ღვთის სულით ბოძებული ერთიანობა“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „შეინარჩუნეთ ღვთის სულით ბოძებული ერთიანობა“
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ᲧᲕᲔᲚᲐᲤᲔᲠᲘ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲔᲗ ᲔᲠᲗᲘᲐᲜᲝᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲜᲐᲠᲩᲣᲜᲔᲑᲚᲐᲓ
  • იეჰოვა აერთიანებს თავისი ოჯახის წევრებს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
  • ქრისტიანული ერთიანობა განადიდებს ღმერთს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
  • შეინარჩუნეთ ერთიანობა ამ უკანასკნელ დღეებში
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1996
  • რის წყალობით არსებობს ჭეშმარიტი ქრისტიანული ერთიანობა?
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2003
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
w25 ნოემბერი გვ. 28-29
და-ძმები ერთ-ერთ თანაქრისტიანთან არიან შეკრებილი და სადილობენ.

„შეინარჩუნეთ ღვთის სულით ბოძებული ერთიანობა“

ᲛᲝᲪᲘᲥᲣᲚᲛᲐ პავლემ ეფესოელ ქრისტიანებს მოუწოდა, სიყვარულით მოეთმინათ ერთმანეთისთვის და ყველაფერი გაეკეთებინათ, რომ შეენარჩუნებინათ „ღვთის სულით ბოძებული ერთიანობა“ (ეფეს. 4:2, 3).

როგორც პავლეს სიტყვებიდან ჩანს, ერთიანობას ღვთის მოქმედი ძალა, წმინდა სული განაპირობებს. თუმცა მოციქულმა ისიც თქვა, რომ ერთიანობას შენარჩუნება სჭირდება. აქ კი უკვე თითოეული ქრისტიანის როლი იკვეთება.

ამის უკეთ დასანახვებლად მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: დავუშვათ, მეგობარმა ახალი მანქანა გაჩუქათ. ვისი პასუხისმგებლობაა, რომ მანქანამ გამართულად იმუშაოს? ცხადია, თუ მანქანას თქვენი დაუდევრობის გამო რამე დაემართება, მეგობარს ვერ გადააბრალებთ.

მსგავსად, ჩვენ შორის არსებული ერთიანობა ღვთისგან ბოძებული საჩუქარია. თუმცა თითოეულის პასუხისმგებლობაა, გავუფრთხილდეთ ამ საჩუქარს. ასე რომ, თუ თანაქრისტიანთან ურთიერთობა დაგვეძაბა, უნდა დავფიქრდეთ: ვაკეთებ ჩემს გასაკეთებელს, რომ პრობლემა მოგვარდეს და ერთიანობა შენარჩუნდეს?

ᲧᲕᲔᲚᲐᲤᲔᲠᲘ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲔᲗ ᲔᲠᲗᲘᲐᲜᲝᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲜᲐᲠᲩᲣᲜᲔᲑᲚᲐᲓ

პავლეს სიტყვებიდან ისიც გამოჩნდა, რომ ერთიანობის შენარჩუნება ზოგჯერ შეიძლება საკმაოდ დიდი ძალისხმევის ფასად დაგვიჯდეს. განსაკუთრებით მაშინ, თუ თანაქრისტიანმა გვაწყენინა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ყოველთვის აუცილებელი არ არის, ამ ადამიანთან მივიდეთ და პრობლემაზე ვესაუბროთ. ასეთ დროს ღირს, დავფიქრდეთ: ამით პრობლემას მოვაგვარებ თუ, პირიქით, სიტუაციას უფრო გავამწვავებ? ზოგჯერ უმჯობესია, რაღაცებზე თვალი დავხუჭოთ და ვაპატიოთ (იგავ. 19:11; მარ. 11:25).

ფოტოკოლაჟზე ნაჩვენებია ძმა, რომელმაც გადაწყვიტა, თვალი დახუჭოს წყენაზე: 1) მას ერთი ძმა უყვირის; 2) ის მომხდარზე ფიქრობს; 3) ის კითხულობს ბიბლიას და ფიქრობს წაკითხულზე.

დაფიქრდით: თუ პრობლემას ჩაეძიებით, ამით ერთიანობას შეუწყობთ ხელს თუ, პირიქით, გაამწვავებთ სიტუაციას?

მოციქული პავლე იმასაც გვირჩევს, რომ სიყვარულით მოვუთმინოთ ერთმანეთს (ეფეს. 4:2). ერთი ნაშრომის თანახმად, ეს სიტყვები ასეც შეიძლება გავიგოთ: „სხვები ისეთებად უნდა მივიღოთ, როგორებიც არიან“. ანუ თვალი უნდა გავუსწოროთ იმ ფაქტს, რომ ჩვენსავით ისინიც უშვებენ შეცდომებს. ცხადია, ყველანი ვცდილობთ, შევიმოსოთ „ახალი პიროვნებით“ (ეფეს. 4:23, 24). თუმცა ეს სრულყოფილად არავის გამოსდის (რომ. 3:23). ამის გააზრება გაგვიადვილებს, მოვუთმინოთ ერთმანეთს, ვაპატიოთ და ასე შევინარჩუნოთ „ღვთის სულით ბოძებული ერთიანობა“.

როცა უთანხმოებას ვაგვარებთ, იქნება ეს მწყენინებელთან თუ ჩვენს გულში, „ურთიერთშორის მშვიდობას“ ვუწყობთ ხელს. ბერძნული სიტყვა, რომელიც ეფესოელების 4:3-ში ითარგმნა როგორც „ურთიერთშორის“, კოლოსელების 2:19-ში გადმოტანილია „იოგებად“. იოგი ბოჭკოვანი ქსოვილია, რომელიც ძვლებს ერთმანეთთან აერთებს. მსგავსად, მშვიდობა და სიყვარული და-ძმებს ერთ მუშტად კრავს, რასაც შეცდომები თუ უთანხმოებები ვერაფერს აკლებს.

ასე რომ, თუ თანაქრისტიანი გულს გვატკენს ან გაგვაღიზიანებს, უნდა შევეცადოთ, თანავუგრძნოთ და არ გავაკრიტიკოთ (კოლ. 3:12). თანაც, ალბათ, ჩვენც არაერთხელ გვიწყენინებია სხვებისთვის. ამაზე ფიქრი დაგვეხმარება, ჩვენი წვლილი შევიტანოთ „ღვთის სულით ბოძებული ერთიანობის“ შენარჩუნებაში.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება