ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲤᲠᲐᲖᲐ
უწილადეთ სხვებს „სულიერი ძღვენი“
ალბათ ყველანი ძალიან ვაფასებთ იმას, რომ შეგვიძლია და-ძმებთან ურთიერთობით გავმხნევდეთ. თუმცა გვესმის, რომ ერთმანეთის გასამხნევებლად უბრალოდ ერთად ყოფნა არ კმარა. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ყველას შეგვიძლია გავიღოთ „სულიერი ძღვენი“, რაშიც ერთმანეთის რწმენის განმტკიცება იგულისხმება (რომ. 1:11, 12). როგორ გავცეთ ეს ძღვენი? ქვემოთ ვიმსჯელებთ ორ მხარეზე.
გაამხნევეთ საუბრით. კარგი იქნება, თუ კრებაზე კომენტარის გაკეთებისას აქცენტს იეჰოვაზე, მის სიტყვაზე და მის ერთგულ მსახურებზე გადავიტანთ. და-ძმებთან ურთიერთობის დროს კი ისეთ საკითხებზე ვისაუბრებთ, რაც რწმენას გაუძლიერებთ.
გაამხნევეთ პირადი მაგალითით. შესაძლოა არაერთ სირთულესთან გვიწევს ჭიდილი, მაგრამ მაინც არ ვწყვეტთ სრული დროით მსახურებას. შეიძლება ქრონიკულ დაავადებას ვებრძვით ან გადატვირთული სამუშაო გრაფიკი გვაქვს, თუმცა მაინც არ ვაცდენთ შუა კვირის შეხვედრას. ფაქტია, პირად მაგალითს დიდი ძალა აქვს.
ნამდვილად ღირს დაფიქრება: ვამხნევებ ჩემი საუბრითა თუ საქციელით სხვებს და ვამჩნევ, როცა სხვები სიტყვითა თუ საქმით მაძლევენ კარგ მაგალითს?