ქადაგება და მოწაფეების მომზადება მთელ მსოფლიოში — 2008 წლის მონაცემები
ამ წიგნიდან ყოველწლიურად ვიგებთ, რა კეთდება იმისათვის, რომ ხალხმა გაიცნოს იეჰოვა ღმერთი და შეიყვაროს. ამ საგანმანათლებლო საქმის მასშტაბები უპრეცედენტოა. საეჭვოა, რომელიმე ორგანიზაციას ჰქონდეს იმის რესურსები, რომ მილიონობით ადამიანს დაავალოს რაიმე ცნობის ასეთი დიდი მასშტაბით გაცხადება. იეჰოვას მოწმეები ბიბლიური საგანმანათლებლო საქმისთვის გასამრჯელოს არ იღებენ. ისინი მიჰყვებიან დაახლოებით 2 000 წლის წინათ მოწაფეებისთვის ნათქვამ იესოს მითითებას: „უსასყიდლოდ გაქვთ მიღებული და უსასყიდლოდვე გაეცით“ (მათ. 10:8). როცა ფიქრობთ, რა გაკეთდა გასული სამსახურებრივი წლის განმავლობაში, გახსოვდეთ, რომ, რაც გაკეთდა მათი შრომის ნაყოფია, ვისაც ღვთის სიყვარული აღძრავს, უანგაროდ და უსასყიდლოდ გასცეს.
2008 წლის მონაცემები
იეჰოვას მოწმეთა ფილიალები: 115
ქვეყნების რაოდენობა, რომელთაც ანგარიში ჩააბარეს: 236
კრებების რაოდენობა: 103 267
გახსენების საღამოზე დამსწრეთა რიცხვი: 17 790 631
სიმბოლოები მიიღო: 9 986
მაუწყებლების უმაღლესი რიცხვი: 7 124 443
მაუწყებელთა საშუალო რაოდენობა: 6 829 455
პროცენტული ზრდა 2007 წელთან შედარებით: 2,1
მოინათლა: 289 678
დამხმარე პიონერთა საშუალო რაოდენობა: 321 986
პიონერთა საშუალო რაოდენობა: 732 912
სამქადაგებლო საქმიანობაში გატარებული საათები: 1 488 658 249
ბიბლიის საშინაო შესწავლების საშუალო რაოდენობა: 7 133 760
2008 სამსახურებრივი წლის განმავლობაში იეჰოვას მოწმეებმა სპეციალურ პიონერებზე, მისიონერებსა და მიმომსვლელ ზედამხედველებზე 141 მილიონზე მეტი დოლარი დახარჯეს.
◼ მთელ მსოფლიოში ფილიალებში მსახურობს 19 820 მოხალისე. ყველანი ეკუთვნიან იეჰოვას მოწმეების სპეციალური სრული დროით მსახურთა მსოფლიო გაერთიანებას.
[ცხრილი 32-39 გვერდებზე]
იეჰოვას მოწმეების 2008 სამსახურებრივი წლის მსოფლიო ანგარიში
(იხილეთ პუბლიკაცია)
[რუკები 40-42 გვერდებზე]
(იხილეთ პუბლიკაცია)