იეჰოვას მოწმეების საქმიანობა დღეს
პაპუა-ახალი გვინეა.
ამ ტროპიკულ ქვეყანაში, სადაც მრავლადაა გაუვალი ჯუნგლები, თვალუწვდენელი ჭაობები და უსწორმასწორო მთები, სასიხარულო ცნობის ქადაგება უდიდეს სირთულეებთან იყო დაკავშირებული. აქ მცხოვრები ათასზე მეტი ტომი 800-ზე მეტ ენაზე ლაპარაკობს. თქვენ წაიკითხავთ, როგორ გადალახეს ეს წინააღმდეგობები გაბედულმა ძმებმა იმისათვის, რომ ბიბლიური ჭეშმარიტება ხალხისთვის გაეცნოთ. ასევე გაიგებთ, რამხელა ძალისხმევა დასჭირდა პაპუა-ახალი გვინეის ზოგიერთ მკვიდრს, რომ გათავისუფლებულიყო ცრურწმენისა და არაბიბლიური ტრადიციებისგან და იეჰოვას ერთგული მსახური გამხდარიყო. ეს ისტორია ნამდვილად განგიმტკიცებთ რწმენას.
ესტონეთი.
ეს არის ჩვენი დაუღალავი და-ძმების საინტერესო ისტორია, რომლებიც სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, ყველაფერს აკეთებდნენ სამეფოს საქმისთვის. თქვენ გაიგებთ, რა იყო „ზეციერი სამეფოს ეტლი“ და როგორ მოიტეხა მკლავი ერთმა პოლიციელმა ფილიალში. წაიკითხავთ, როგორ ააწყვეს ძმებმა საკუთარი ხელით საბეჭდი მანქანები და როგორ გააკეთეს მელანი. აგრეთვე გაიგებთ, როგორ გაუძლეს თავმდაბალმა მოწმეებმა მატარებლით ორკვირიან აუტანელ მგზავრობას და როგორ გადაურჩნენ ციმბირის მკაცრ კლიმატს; რატომ თქვა ერთმა დამ ასეთი სიტყვები: „კარგი იყო, როცა მარტო ვიყავი“. დიახ, ეს არის ესტონეთში მცხოვრები ღვთის იმ ერთგული მსახურების ამაღელვებელი ისტორია, რომლებიც ერთგულებას, სიმამაცესა და საზრიანობას ავლენდნენ.