გასული წლის ღირსშესანიშნავი მოვლენები
ეზეკიელმა ხილვაში დიდებული ზეციერი ეტლი იხილა, რაც იეჰოვას ორგანიზაციის უხილავ ნაწილს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ეტლი ძალიან დიდია, საოცრად სწრაფად მოძრაობს და ელვის სისწრაფით იცვლის მიმართულებას (ეზეკ. 1:15—28). მაგრამ რის თქმა შეიძლება იეჰოვას ორგანიზაციის მიწიერ ნაწილზე? გასულ წელს მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები იმის დასტურია, რომ არც ის დგას ერთ ადგილზე და ისიც გამუდმებით წინ მიიწევს.