გასული წლის ღირსშესანიშნავი მოვლენები
იეჰოვა ღმერთმა ესაია წინასწარმეტყველის პირით იწინასწარმეტყველა: „სპილენძის ნაცვლად ოქროს შემოვიტან, რკინის ნაცვლად — ვერცხლს, ხის ნაცვლად — სპილენძს და ქვების ნაცვლად — რკინას“ (ეს. 60:17). გასულ წელს აშკარად დავინახეთ, რომ ეს წინასწარმეტყველება დღემდე სრულდება. როგორც დაბალი ხარისხის ლითონის მაღალი ხარისხით შეცვლა მიანიშნებს გაუმჯობესებაზე, ისე ბოლო დღეების მიწურულს ორგანიზაციულ საკითხებში მომხდარი ცვლილებები მეტყველებს იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის წინსვლაზე (მათ. 24:3).