საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • yb15 გვ. 19-გვ. 23 აბზ. 1
  • ყველაზე გამძლე ბიბლია

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ყველაზე გამძლე ბიბლია
  • იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2015
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ფორმადაკარგული ბიბლიები
  • ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ხელმისაწვდომია მეტ ენაზე
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2016
  • სარჩევი
    გამოიღვიძეთ! — 2014
  • სიყვარულის, რწმენისა და მორჩილების ნათელი დადასტურება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნის გამოცემა
    რას ხმარდება თქვენი შესაწირავები?
იხილეთ მეტი
იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2015
yb15 გვ. 19-გვ. 23 აბზ. 1
სურათი 19 გვერდზე

გასული წლის ღირსშესანიშნავი მოვლენები

ყველაზე გამძლე ბიბლია

იეჰოვას მოწმეებისთვის ბიბლიაზე ძვირფასი წიგნი არ არსებობს. ბიბლიას ჩვენ რეგულარულად ვკითხულობთ. გარდა ამისა, მისი მეშვეობით სხვებს ვუქადაგებთ სასიხარულო ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ (მათ. 24:14). ამიტომ ძმებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს იმისათვის, რომ 2013 წელს ინგლისურ ენაზე გამოცემული ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვერსია ლამაზიც ყოფილიყო და გამძლეც.

როდესაც ძმები უოლკილის (ნიუ-იორკი, აშშ) სტამბიდან დიზაინისა და მასალის ხარისხის თაობაზე ერთ-ერთი საამკინძაოს დირექტორს გაესაუბრნენ, მან ასეთი რამ თქვა: „ისეთი ბიბლიების დამზადება, როგორიც თქვენ გინდათ, შეუძლებელია. მართალია, თანამედროვე ბიბლიების უმეტესობას ლამაზი იერსახე აქვს და თაროებს ამშვენებს, მაგრამ სიმტკიცითა და გამძლეობით, სამწუხაროდ, ვერ დაიკვეხნიან“.

„ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ზოგიერთი ძველი გამოცემა არ იყო გამძლე. უოლკილის სტამბაში მომუშავე ძმებმა კარგად შეისწავლეს ყდის დასამზადებლად საჭირო მასალები, დასაწებებელი საშუალებები და აკინძვის მეთოდები, რათა შეექმნათ ისეთი ბიბლია, რომელიც ინტენსიური გამოყენების მიუხედავად ადვილად არ გაფუჭდებოდა და გაუძლებდა სხვადასხვა კლიმატურ პირობებს. ამ დაკვირვებების საფუძველზე მათ გამოსცეს ბიბლიის რამდენიმე საცდელი ეგზემპლარი და ისეთ ქვეყნებში გაგზავნეს, სადაც ერთმანეთისგან უკიდურესად განსხვავებული კლიმატური პირობებია.

ექვს თვეში ეს ბიბლიები უკან დააბრუნეს, რის შემდეგაც ძმებმა მათზე დაკვირვებით ხარისხი კიდევ უფრო დახვეწეს და ამგვარად შექმნილი ახალი ბიბლიები კვლავ გამოსაცდელად გაგზავნეს. მთლიანობაში მათ 1 690-ზე მეტ ბიბლიაზე მოახდინეს დაკვირვება. რამდენიმე მათგანი შემთხვევით კიდევ უფრო საშინელ პირობებში აღმოჩნდა. მაგალითად, ერთ ბიბლიას მანქანამ გადაუარა, მეორეს, გარეთ მთელი ღამე აწვიმდა, მესამე კი, ტაიფუნის შედეგად მოვარდნილმა წყალმა დაფარა.

2011 წელს, მაშინ, როცა ბიბლიებზე დაკვირვებები მიმდინარეობდა, უოლკილსა და ებინაში (იაპონია) განთავსებული სტამბებისთვის მაღალსიჩქარიანი საამკინძაო მოწყობილობები შევიძინეთ. ჩვენი მიზანი მარტო ის კი არ იყო, რომ გამოცემის დღისთვის საკმარისი რაოდენობის ბიბლიები დაგვებეჭდა, არამედ ის, რომ ორივე სტამბაში დაბეჭდილ ბიბლიებს ერთნაირი იერსახე ჰქონოდათ.

ფორმადაკარგული ბიბლიები

სურათი 21 გვერდზე

თავიდან ბიბლიის ყდები ფორმას კარგავდნენ

2012 წლის დასაწყისში იეჰოვას მოწმეებმა თავიანთ ორ სტამბაში დაიწყეს ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ 1984 წლის გამოცემის ბეჭდვა ახალი ყდებით. ამ ბიბლიების გამოსაცემად მათ გამოიყენეს ისეთი წებო და სასარჩულე მასალა, რომელიც ჯერ არ ჰქონდათ გამოცდილი; როგორც კი ბიბლიებს ყდები გაუკეთეს, მათ მაშინვე ფორმა დაკარგეს. ამის გამო დროებით შეწყდა ბიბლიების გამოცემა.

როგორც ერთ-ერთი სახეობის ყდების მწარმოებლებმა აღნიშნეს, რბილყდიანი წიგნები მეტწილად ფორმას კარგავენ და ეს პრობლემა მოუგვარებელია. მიუხედავად ამისა, ძმებმა ხელი არ ჩაიქნიეს და არ იფიქრეს, რომ პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა, ისევ მაგარყდიანი ბიბლიების გამოცემა იყო. ისინი ძალ-ღონეს არ იშურებდნენ იმისათვის, რომ გამოეცათ ლამაზი და გამძლე რბილყდიანი ბიბლია. დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში ისინი აწარმოებდნენ დაკვირვებებს — იყენებდნენ სხვადასხვა სახის წებოსა და სასარჩულე მასალას. ბოლოს მიაგნეს ისეთ კომბინაციას, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ისეთი რბილყდიანი ბიბლიების დაბეჭდვა, რომლებიც ფორმას არ დაკარგავდა.

სურათი 22 გვერდზე

საამკინძაო უოლკილის სტამბაში

ბიბლიის გადამუშავებული „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემა იგეგმებოდა 2013 წლის 5 ოქტომბერს, „პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების“ ყოველწლიურ შეხვედრაზე. 2013  წლის 9 აგვისტოს, პარასკევს, ბიბლიის გადამუშავებული თარგმანის ელექტრონული ვერსია ჩვენს სტამბებში გაიგზავნა, სადაც მეორე დღიდანვე შეუდგნენ ბეჭდვას. 15 აგვისტოს დაიბეჭდა მთლიანი ბიბლიის პირველი ეგზემპლარი. შემდეგი შვიდი კვირის მანძილზე უოლკილისა და ებინას სტამბები დღე და ღამე შეუჩერებლად მუშაობდა, რის შედეგადაც ბიბლიის 1 600 000-ზე მეტი ეგზემპლარი დაიბეჭდა. ეს რაოდენობა სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ ყველას, ვინც წლიურ შეხვედრას მოისმენდა, ამ თარგმანის პირადი ეგზემპლარი მიეღო.

ამ ლამაზ და გამძლე ბიბლიას კიდევ უფრო მიმზიდველს და ღირებულს მასში ჩაწერილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცნობა ხდის. ერთმა ქალბატონმა, რომელიც შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, ახალი ბიბლიის მიღებიდან მეორე დღესვე, ასეთი სიტყვები მოგვწერა: „ამ ახალი გამოცემის წყალობით, ბიბლია ჩემთვის უფრო გასაგები გახდა“.

ბიბლიის თარგმნა

2014 წლის 31 აგვისტოსთვის ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მთლიანად ან ნაწილობრივ ნათარგმნი იყო 124 ენაზე. ქვემოთ მოცემულია 2014 სამსახურებრივ წელს დაბეჭდილი გამოცემები.

როდის გამოიცა

სად გამოიცა

ენა

გამოცემა

2013 წლის 6 სექტემბერი

სამხ. აფრიკის რესპ.

სვატი

ბერძნული წერილები

2013 წლის 20 სექტემბერი

პარაგვაი

გუარანი

ბერძნული წერილები

2014 წლის 17 იანვარი

სამხრეთი ტიმორი

ტეტუმი

ბერძნული წერილები

2014 წლის 5 ივლისი

უკრაინა

უკრაინული

მთლიანი ბიბლია

2014 წლის 8 აგვისტო

ესტონეთი

ესტონური

მთლიანი ბიბლია

2014 წლის 22 აგვისტო

დიდი ბრიტანეთი

სპარსული

ბერძნული წერილები

2014 წლის 22 აგვისტო

ზამბია

ჩიტონგა

მთლიანი ბიბლია

2014 წლის 22 აგვისტო

ზამბია

კიკაონდე

მთლიანი ბიბლია

2014 წლის 29 აგვისტო

კენია

ლუო

ბერძნული წერილები

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება