საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mrt სტატია 15
  • როგორ გავუმკლავდეთ თვითიზოლაციას?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • როგორ გავუმკლავდეთ თვითიზოლაციას?
  • სხვადასხვა
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • უფრო მეტად დაუახლოვდით ღმერთს
  • წაიკითხეთ გამამხნევებელი ბიბლიური მუხლები
  • გაიგეთ, რატომ ხდება მსოფლიოში ამდენი უბედურება
  • მეტისმეტად არ იწუხო
  • განამტკიცეთ მეგობრული კვანძები
  • იყავი ფიზიკურად აქტიური
  • შეინარჩუნეთ მეგობრობა ამ უსიყვარულო ქვეყნიერებაში!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • ყველა თქვენი საწუხარი იეჰოვას მიანდეთ
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2016
  • დაკვირვებით შეარჩიეთ მეგობრები
    იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
  • რას ასწავლის ბიბლია?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2017
იხილეთ მეტი
სხვადასხვა
mrt სტატია 15
ქალი ფანჯრიდან იყურება.

როგორ გავუმკლავდეთ თვითიზოლაციას?

თავს სამყაროსგან მოწყვეტილად და მარტოსულად ხომ არ გრძნობთ? თუ ასეა, ალბათ თქვენც დაეთანხმებით ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „სახურავზე ეულად მჯდომ ჩიტს დავემსგავსე“ (ფსალმუნი 102:7). ბიბლიური სიბრძნე ნამდვილად დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ თვითიზოლაციით გამოწვეულ პრობლემებს.

  • უფრო მეტად დაუახლოვდით ღმერთს

  • წაიკითხეთ გამამხნევებელი ბიბლიური მუხლები

  • გაიგეთ, რატომ ხდება მსოფლიოში ამდენი უბედურება

  • მეტისმეტად არ იწუხოთ

  • განამტკიცეთ მეგობრული კვანძები

  • იყავით ფიზიკურად აქტიური

უფრო მეტად დაუახლოვდით ღმერთს

თვითიზოლაციის დროსაც კი არ დაკარგავთ ბედნიერების განცდას, თუ იქნებით სულიერს მოწყურებული და დაიკმაყოფილებთ ამ მოთხოვნილებას (მათე 5:3, 6). ამაში დაგეხმარებათ ქვემოთ მოცემული საშუალებები, რომლებიც უფასოდაა ხელმისაწვდომი.

  • ონლაინ ბიბლია, რომელიც ადვილად გასაგებია;

  • ბიბლიის ონლაინ შესწავლა, რომლის მეშვეობითაც უმნიშვნელოვანეს კითხვებზე მიიღებთ პასუხებს;

  • მოკლე ვიდეორგოლები ძირითად ბიბლიურ სწავლებებზე;

  • „პასუხები ბიბლიურ კითხვებზე“ — მოცემულია პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე;

  • „მიჰბაძეთ მათ რწმენას“ — სტატიათა ამ სერიაში განხილულია ბიბლიაში მოხსენიებული ღვთის ერთგული მამაკაცებისა და ქალების მაგალითები;

  • „ვინ შექმნა?“ — სტატიათა ეს სერია მოგვითხრობს ქმნილებათა მშვენიერებისა და მათი რთული აგებულების შესახებ.

წაიკითხეთ გამამხნევებელი ბიბლიური მუხლები

ქვემოთ მოცემული მუხლები ბევრ ადამიანს დაეხმარა ნუგეშის პოვნაში. კარგი იქნება, თუ ამ მუხლების მხოლოდ ერთხელ წაკითხვას არ დასჯერდებით. თვითიზოლაციის პერიოდში ეცადეთ, იფიქროთ ამ ბიბლიურ აზრებზე და ილოცოთ (მარკოზი 1:35).

  • ფსალმუნი 23:1—6

  • ფსალმუნი 34:1—22

  • ფსალმუნი 46:1—11

  • ფსალმუნი 63:6—8

  • ფსალმუნი 91:1—6

  • მათე 6:25—34

  • 2 კორინთელები 1:3, 4

  • ფილიპელები 4:6, 7

  • 1 პეტრე 5:6, 7

გაიგეთ, რატომ ხდება მსოფლიოში ამდენი უბედურება

ნებისმიერ რთულ სიტუაციას უკეთ გაუმკლავდებით, თუ გეცოდინებათ, რატომ ხდება უბედურებები და რას გააკეთებს ღმერთი მათ აღმოსაფხვრელად (ესაია 65:17).

  • რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას?

  • რას ამბობს ბიბლია ავადმყოფობასა თუ ჯანმრთელობაზე?

  • რა არის ბოლო დღეების ნიშანი?

  • რას განასახიერებს წიგნ „გამოცხადებაში“ მოხსენიებული ოთხი მხედარი?

  • რას გააკეთებს ღვთის სამეფო?

მეტისმეტად არ იწუხო

ქვემოთ მოცემულ საკითხებთან დაკავშირებული სტატიები დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ თვითიზოლაციით გამოწვეულ სტრესს და მეტისმეტად არ იწუხოთ (მათე 6:25).

  • როგორ გავუმკლავდეთ სტრესს;

  • როგორ შევინარჩუნოთ დადებითი განწყობა;

  • წუხილი მოსალოდნელ საშიშროებაზე;

  • წუხილი ფულზე;

  • სტრესი, რომელსაც ახალგაზრდები განიცდიან;

განამტკიცეთ მეგობრული კვანძები

მეგობრული ურთიერთობები დადებითად აისახება თქვენს გონებრივ და ემოციურ მდგომარეობაზე. ეს განსაკუთრებით მაშინ არის მნიშვნელოვანი, როდესაც არ ხერხდება მეგობრებთან პირისპირ შეხვედრა. სახლში ყოფნისას შეგიძლიათ დაურეკოთ ან ვიდეოკონფრენციის მეშვეობით ესაუბროთ და ამგვარად განამტკიცოთ ურთიერთობა ძველ მეგობრებთან და ახალი მეგობრებიც იპოვოთ. ქვემოთ მოცემული სტატიები დაგეხმარებათ, შეიძინოთ ნამდვილი მეგობრები (იგავები 17:17).

  • ხარ ნამდვილი მეგობარი?

  • რატომ უნდა შევიძინო ახალი მეგობრები?

  • რატომ არ მყავს მეგობრები?

  • იყავი გულუხვი და განამტკიცე მეგობრული ურთიერთობები

  • მადლიერების გამოვლენით გააძლიერე მეგობრული კვანძები

იყავი ფიზიკურად აქტიური

ბიბლიაში ვკითხულობთ: „ფიზიკური ვარჯიში მეტ-ნაკლებად სასარგებლოა“ (1 ტიმოთე 4:8). თვითიზოლაციის პერიოდში ვარჯიში ემოციური წონასწორობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. სახლში ყოფნის დროსაც შეგიძლიათ შეინარჩუნოთ ფიზიკური აქტივობა.

  • იმოძრავეთ

  • ჯანმრთელობა და ბრძოლისუნარიანობა

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება