Manuel Reino Berengui/DeFodi Images via Getty Images
ᲘᲤᲮᲘᲖᲚᲔᲗ!
გააერთიანებს მსოფლიო ჩემპიონატი ხალხს?
2022 წლის 20 ნოემბერს დაიწყო ფიფას მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელიც 18 დეკემბერს დასრულდება. როგორც ვარაუდობენ, ჩემპიონატს დაახლოებით ხუთი მილიარდი ადამიანი ადევნებს თვალს. ბევრი ფიქრობს, რომ ასეთ სპორტულ ღონისძიებებს ბევრად მეტის მიღწევა შეუძლია, ვიდრე უბრალოდ ხალხის ერთად შეკრება.
„სპორტს აქვს ძალა, შეცვალოს სამყარო, შთააგონოს ხალხი და გააერთიანოს ერები. ცოტა რამ თუ არსებობს ისეთი ძლევამოსილი, როგორიც სპორტი“ (ნელსონ მანდელა, სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი).
„ერთი მოლოდინი, ერთი სიხარული, ერთი სიამოვნება, ერთი სიყვარული . . . აი, ესაა ფეხბურთი, რომელიც ყველანაირ ადამიანს აერთიანებს“ (ჯანი ინფანტინო, ფიფას პრეზიდენტიa).
მართლა შეუძლია რომელიმე სპორტულ ღონისძიებას ასეთი მაღალი ღირებულების მიზნის მიღწევა? გაერთიანდება ოდესმე საზოგადოება და დაისადგურებს მშვიდობა?
გააერთიანებს სპორტი ხალხს?
წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატი ბევრად მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ფეხბურთი. ამ ღონისძიებამ გამოიწვია დებატები როგორც სოციალურ, ისე პოლიტიკურ საკითხებზე. მათ შორის იყო ადამიანის უფლებები, რასიზმი და ეკონომიკური უთანასწორობა.
ბევრი თვლის, რომ ასეთი სპორტული ღონისძიებები ხალხს აბედნიერებს. მათ სურთ, მუდამ გაგრძელდეს მათი ერთობა, თუმცა ფაქტია, რომ სხვა რეალობის წინაშე ვდგავართ. სპორტში ხშირია აზრთა სხვადასხვაობა, რაც განხეთქილებას და დაპირისპირებას იწვევს. მათი ასეთი ქმედება სრულად ეთანხმება ბიბლიაში ჩაწერილს, სადაც ნათქვამია, რომ „ბოლო დღეებში“ სწორედ ასეთი ადამიანები იცხოვრებდნენ (2 ტიმოთე 3:1—5).
მსოფლიო ერთობის რეალური იმედი
ბიბლიიდან ვიგებთ, თუ რა გააერთიანებს საზოგადოებას. ბიბლიური დაპირების თანახმად, ადამიანებს ზეციერი ხელისუფლება გააერთიანებს, რომელსაც „ღვთის სამეფო“ ეწოდება (ლუკა 4:43; მათე 6:10).
ამ სამეფოს მეფე, იესო ქრისტე, მთელ დედამიწაზე ნამდვილ მშვიდობას დაამყარებს. ბიბლიაში ნათქვამია:
„მის დროს გაიხარებს მართალი და იმეფებს მშვიდობა“ (ფსალმუნი 72:7).
„ის დაიხსნის ღარიბს, შველას რომ ითხოვს,.. ჩაგვრისა და ძალადობისგან იხსნის მათ“ (ფსალმუნი 72:12, 14).
თუმცა აღსანიშნავია, რომ იესოს მოძღვრებები დღესაც აერთიანებს მილიონობით ადამიანს 239 ქვეყანასა თუ ტერიტორიაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის, წაიკითხეთ სტატიათა სერია „გაიმარჯვეთ სიძულვილზე!“.
a ფიფა არის ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია.