sinceLF/E+ via Getty Images
ᲘᲤᲮᲘᲖᲚᲔᲗ!
როდემდე იქნებიან მშვიდობიანი მოქალაქეები დაუცველები? რას ამბობს ბიბლია?
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია:
2023 წლის 7—23 ოქტომბერს ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის არსებულმა კონფლიქტმა 6 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო დაახლოებით 15 200 მძიმედ დაშავდა. გარდა ამისა, ასიათასობით ადამიანს იძულებით მოუწია საცხოვრებლის დატოვება.
2023 წლის 24 სექტემბრის მონაცემებით, რუსეთ-უკრაინის ომს უკრაინაში 9 701 მოქალაქე ემსხვერპლა, ხოლო 17 748 მძიმედ დაშავდა.
რა იმედს უსახავს ბიბლია მათ, ვინც ომის შედეგად დაზარალდა?
იმედის საფუძველი
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მალე ღმერთი წერტილს დაუსვამს „ომებს მთელ დედამიწაზე“ (ფსალმუნი 46:9). ის ადამიანთა ხელისუფლებებს მეტად აღარ მისცემს მმართველობის უფლებას და მათ ნაცვლად მისი ზეციერი სამეფო იმმართველებს (დანიელი 2:44). ეს სამეფო კაცობრიობას ერთხელ და სამუდამოდ მოჰგვრის შვებას.
დააკვირდით, რას გააკეთებს ამ სამეფოს მეფე იესო ქრისტე:
„ის დაიხსნის ღარიბს, შველას რომ ითხოვს, საწყალსა და მას, ვისაც შემწე არა ჰყავს. ის შეიბრალებს საწყალსა და ღარიბს, გადაარჩენს ღარიბებს. ჩაგვრისა და ძალადობისგან იხსნის მათ“ (ფსალმუნი 72:12—14).
თავისი სამეფოს მეშვეობით ღმერთი საბოლოოდ მოაგვარებს ყველა იმ პრობლემას, რაც ომებმა და ძალადობამ გამოიწვია.
„მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:4).
მალე ღვთის სამეფო დედამიწაზე ძირეულ ცვლილებებს მოახდენს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი მოვლენების შესახებ ბიბლიაც წინასწარმეტყველებდა. მასში ნათქვამია: „გაიგონებთ ომების ხმებს და მოისმენთ ცნობებს ომების შესახებ“ (მათე 24:6). ეს და კიდევ სხვა მოვლენები იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენ ადამიანთა მმართველობის „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1).