საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ijwbq სტატია 22
  • რა არის ღვთის სამეფო?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რა არის ღვთის სამეფო?
  • პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ბიბლია გვპასუხობს:
  • ჭეშმარიტება ღვთის სამეფოს შესახებ
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2020
  • რა არის ღვთის სამეფო?
    იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
  • მალე დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
  • ღვთის სამეფო
    გამოიღვიძეთ! — 2013
იხილეთ მეტი
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
ijwbq სტატია 22
გამეფებული იესო ქრისტე

რა არის ღვთის სამეფო?

ბიბლია გვპასუხობს:

ღვთის სამეფო არის იეჰოვა ღმერთის მიერ შექმნილი რეალური ხელისუფლება. „ღვთის სამეფოს“ ბიბლიაში „ზეციერი სამეფოც“ ეწოდება, რადგან ის ზეციდან იმართება (მარკოზი 1:14, 15; მათე 4:17). ეს სამეფო ბევრი რამით ჰგავს ადამიანურ მთავრობებს, თუმცა, ის მათზე ყოველმხრივ აღმატებულია.

  • მმართველები. ამ სამეფოს მეფედ იეჰოვა ღმერთმა იესო ქრისტე დანიშნა და მას ყველა ძლევამოსილ მმართველზე მეტი ძალაუფლება მისცა (მათე 28:18). ღვთისგან მინიჭებულ ძალაუფლებას იესო მხოლოდ სასიკეთოდ იყენებს; მან თავისი ცხოვრებითაც დაამტკიცა, რომ სანდო და თანამგრძნობი მმართველია (მათე 4:23; მარკოზი 1:40, 41; 6:31—34; ლუკა 7:11—17). ღვთის ხელმძღვანელობით იესო ქრისტემ ყველა ერიდან აირჩია ადამიანები, რომლებიც „იქნებიან მეფეები, დედამიწის მმართველები“ მასთან ერთად ზეცაში (გამოცხადება 5:9, 10).

  • ხანგრძლივობა. ადამიანური მთავრობებისგან განსხვავებით, რომლებიც გამუდმებით იცვლებიან, ღვთის სამეფო „არასოდეს დაიქცევა“ (დანიელი 2:44).

  • ქვეშევრდომები. წარმოშობისა და დაბადების ადგილის მიუხედავად, ღვთის სამეფოს ქვეშევრდომობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ვინც ღვთის მოთხოვნებს ასრულებს.

  • კანონები. ღვთის სამეფოს კანონები (ანუ მცნებები) არა მარტო ცუდის კეთებას უკრძალავს სამეფოს ქვეშევრდომებს, არამედ ის მათში მაღალზნეობრივ პრინციპებს აყალიბებს. მაგალითად, ბიბლიაში ვკითხულობთ „მან უთხრა: «„გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“. ეს არის პირველი და უდიდესი მცნება. მეორე ამის მსგავსია: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“ (მათე 22:37—39). ამ პრინციპიდან გამომდინარე, ღვთისა და მოყვასის სიყვარულით აღძრული ქვეშევრდომები საუკეთესოს აკეთებენ სხვებისთვის.

  • განათლება. ვინაიდან ღვთის სამეფო მაღალზნეობრივ ნორმებს უდგენს თავის ქვეშევრდომებს, ის ასწავლის კიდეც ხალხს, თუ როგორ უნდა შეესაბამებოდნენ ისინი ამ მოთხოვნებს (ესაია 48:17, 18).

  • მისია. ღვთის სამეფო, მმართველებს თავისი ქვეშევრდომების ხარჯზე არ ამდიდრებს. მომავალში ღვთის სამეფო შეასრულებს ღვთის ნებას, რაშიც შედის ღვთის დაპირება, რომ ღვთისმოყვარული ადამიანები მარადიულად იცხოვრებენ სამოთხეში დედამიწაზე (ესაია 35:1, 5, 6; მათე 6:10; გამოცხადება 21:1—4).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება