საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ijwfq სტატია 34
  • აქვთ იეჰოვას მოწმეებს საკუთარი ბიბლია?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • აქვთ იეჰოვას მოწმეებს საკუთარი ბიბლია?
  • ხშირად დასმული კითხვები
  • მსგავსი მასალა
  • ბიბლიის რომელ თარგმანს მივანიჭოთ უპირატესობა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
  • მნიშვნელოვანი მოვლენა ღვთის სიტყვის მოყვარულთათვის
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ — მილიონობით ადამიანის საყვარელი წიგნი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2001
  • რამდენად ზუსტია „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“
    ხშირად დასმული კითხვები
იხილეთ მეტი
ხშირად დასმული კითხვები
ijwfq სტატია 34
მამაკაცი კითხულობს ბიბლიას

აქვთ იეჰოვას მოწმეებს საკუთარი ბიბლია?

იეჰოვას მოწმეები ბიბლიის გამოსაკვლევად სხვადასხვა თარგმანით სარგებლობენ. თუმცა, თუ მათ ენაზე ხელმისაწვდომია, უპირატესობას ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“ ანიჭებენ. ეს თარგმანი იმით გამოირჩევა, რომ მასში გამოყენებულია ღვთის სახელი, ზუსტი და ადვილი გასაგებია.

  • ღვთის სახელი. ბიბლიის ზოგმა გამომცემელმა არაფრად ჩააგდო ამ წიგნის ავტორი. მაგალითად, ბიბლიის ერთ-ერთ თარგმანში მოხსენიებული იყო 70-ზე მეტი ადამიანის სახელი და გვარი, რომლებმაც წიგნის გამოცემაში მიიღეს მონაწილეობა. მაგრამ ამავე ბიბლიაში ერთხელაც არ არის ნახსენები წიგნის ავტორის — იეჰოვა ღმერთის — სახელი.

    ამის საპირისპიროდ, „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ათასობით ადგილას აღადგინეს ღვთის სახელი, ისე როგორც ეს დედნისეულ ტექსტში იყო. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კომიტეტი, რომელმაც ეს თარგმანი გამოსცა, ანონიმური რჩება.

  • სიზუსტე. სამწუხაროდ, ყველა მთარგმნელი ზუსტად არ გადმოსცემს აზრს, რომელიც დედნისეულ ტექსტში იყო ჩადებული. მაგალითად, ერთი თარგმანი მათეს 7:13-ს ასე თარგმნის: „შედით ვიწრო კარიბჭით, ვინაიდან ფართოა კარიბჭე და განიერია გზა, რომელსაც ჯოჯოხეთისკენ მიჰყავს, და ადვილია მასზე სიარული.“ მაგრამ დედნისეულ ტექსტში სიტყვა „ჯოჯოხეთი“ კი არა, „დაღუპვაა“ გამოყენებული. როგორც ჩანს, მთარგმნელებმა იმიტომ გამოიყენეს სიტყვა „ჯოჯოხეთი“, რომ მათი აზრით, ბოროტები სამუდამოდ უნდა დატანჯულიყვნენ ჯოჯოხეთის ცეცხლში. მაგრამ მსგავს აზრს ბიბლიაში ვერსად შევხვდებით. „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ აზრი ზუსტადაა გადმოცემული: „შედით ვიწრო ჭიშკრით, რადგან განიერი და ფართოა გზა, რომელსაც დაღუპვამდე მიჰყავს, და მრავალი დადის ამ გზით“.

  • გასაგები. კარგი თარგმანი არა მხოლოდ ზუსტი უნდა იყოს, არამედ ადვილი გასაგებიც. მაგალითად, რომაელების 12:11-ში ქრისტიანი მოციქული პავლე იყენებს გამოთქმას, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს „სულით მდუღარენი“. ვინაიდან ეს გამოთქმა თანამედროვე ინგლისურ ენაზე ბევრს არაფერს ეუბნება მკითხველს, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ამ სიტყვებს ისე გადმოსცემს, რომ გაცილებით ადვილი გასაგებია. ბიბლიის ამ თარგმანში წერია, რომ ქრისტიანები „სულით უნდა აენთონ“.

გარდა იმისა, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ გამოყენებულია ღვთის სახელი, ადვილად გასაგები და ზუსტია, მისი მიღება სრულიად უსასყიდლოდაც შეიძლება. ამის წყალობით ბიბლიის წაკითხვა მშობლიურ ენაზე მილიონებს შეუძლიათ, მათ შორის მათაც, რომელთა ენაზეც არასდროს გამოცემულა ღვთის სიტყვა.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება