საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ijwyp სტატია 29
  • როგორ მოვიქცე, როცა შეცდომას ვუშვებ?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • როგორ მოვიქცე, როცა შეცდომას ვუშვებ?
  • ახალგაზრდების შეკითხვები
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • შენ როგორ მოიქცეოდი?
  • სამი მიზეზი, რატომაც უნდა აღიარო შეცდომები
  • რას გასწავლის დაშვებული შეცდომა?
  • როგორ მოვიქცე, როცა რაღაცას ვაშავებ?
    პასუხები ახალგაზრდების 10 კითხვაზე
  • როგორი შეხედულება უნდა გვქონდეს შეცდომებზე?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2017
  • სწავლობთ საკუთარ შეცდომებზე?
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2022
  • ისწავლე საკუთარ შეცდომებზე
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით 2017
იხილეთ მეტი
ახალგაზრდების შეკითხვები
ijwyp სტატია 29
ბიჭებს ბეისბოლის თამაშის დროს მანქანის მინა ჩაემტვრათ

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ მოვიქცე, როცა შეცდომას ვუშვებ?

  • შენ როგორ მოიქცეოდი?

  • სამი მიზეზი, რატომაც უნდა აღიარო შეცდომა

  • რას გასწავლის დაშვებული შეცდომა?

შენ როგორ მოიქცეოდი?

წაიკითხე, რა შეემთხვა კარინას და მის ადგილას წარმოიდგინე თავი. შენ როგორ მოიქცეოდი მის სიტუაციაში?

კარინა: „როდესაც სკოლაში მანქანით მივდიოდი, სიჩქარეს გადავაჭარბე; პოლიციელმა გამაჩერა და საჯარიმო ქვითარი გამომიწერა. ამან ძალიან გამაბრაზა. როდესაც დედას მომხდარის შესახებ მოვუყევი, მითხრა, რომ მამისთვისაც მეთქვა, რაც საშინლად არ მინდოდა“.

შენ როგორ მოიქცეოდი?

  1. ვარიანტი ა: ხმას არ ამოვიღებდი და მამაც ვერასდროს გაიგებდა.

  2. ვარიანტი ბ: დაწვრილებით მოვუყვებოდი მამას, რაც მოხდა.

შესაძლოა გულმა პირველი ვარიანტისკენ გაგიწიოს. თანაც შეიძლება დედა ვერც მიმხვდარიყო, მამას რომ არ უთხარი. თუმცა კარგი იქნება, თუ აღიარებ შენს შეცდომას, მნიშვნელობა არ აქვს,საჯარიმო ქვითარს ეხება ეს თუ სხვა რამეს.

სამი მიზეზი, რატომაც უნდა აღიარო შეცდომები

  1. 1. ასეთი მოქმედება სწორია. ბიბლიაში ვკითხულობთ, თუ როგორ უნდა იქცეოდეს ნამდვილი ქრისტიანი: „გვსურს, ყველაფერში პატიოსნად მოვიქცეთ“ (ებრაელები 13:18).

    „მაქსიმალურად ვცდილობ, პატიოსანი ვიყო, საკუთარ საქციელზე ვაგო პასუხი და შეცდომის დაშვებისთანავე გულწრფელად ვაღიარო ჩემი შეცდომა“ (ალექსის).

  2. 2. პატიება უფრო ადვილია, როცა შეცდომას აღიარებ. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ვინც თავის ცოდვებს მალავს, ხელი არ მოემართება, ხოლო ვინც მათ აღიარებს და მიატოვებს, შეწყალებული იქნება“ (იგავები 28:13).

    „შეცდომის აღიარება გამბედაობას მოითხოვს, მაგრამ სამაგიეროდ სხვების ნდობას მოიპოვებ. ისინი დაინახავენ, რომ პატიოსანი ადამიანი ხარ. შეცდომის აღიარებას ყოველთვის დადებითი შედეგები მოჰყვება“ (რიჩარდი).

  3. 3. რაც ყველაზე მთავარია, ეს იეჰოვას სიამოვნებს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „სისაძაგლეა იეჰოვასთვის მზაკვარი ადამიანი, მართლებთან კი ახლოს არის ღმერთი“ (იგავები 3:32).

    „მას შემდეგ, რაც სერიოზული შეცდომა დავუშვი, მივხვდი, რომ გულწრფელად უნდა მეღიარებინა ის. ვიცოდი, რომ იეჰოვა არ მაკურთხებდა, თუ მის მოსაწონად არ მოვიქცეოდი“ (რეიჩელი).

როგორ მოიქცა კარინა? მან არ უთხრა მამას, რა შეცდომა დაუშვა და საჯარიმო ქვითარიც დაუმალა. მაგრამ საბოლოოდ სიმართლე მაინც გაირკვა. კარინა იხსენებს: „დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, როდესაც მამა სადაზღვევო ჩანაწერებს ამოწმებდა, შეამჩნია ჩემ სახელზე გამოწერილი საჯარიმო ქვითარი. ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდი. დედაც ძალიან გამიბრაზდა, რომ არ დავუჯერე და არ მოვუყევი მამას ამის შესახებ“.

გაკვეთილი: „შეცდომის დამალვა მხოლოდ აუარესებს სიტუაციას. საკუთარ საქციელზე ადრე თუ გვიან მაინც აგებ პასუხს“, — ამბობს კარინა.

რას გასწავლის დაშვებული შეცდომა?

შეცდომა ყველას მოსდის (რომაელები 3:23; 1 იოანე 1:8). როგორც უკვე გავიგეთ, შეცდომების უმალვე აღიარება თავმდაბლობასა და მოწიფულობაზე მიუთითებს.

შეცდომებზე ყოველთვის რაღაც ვსწავლობთ. სამწუხაროდ ზოგიერთმა ახალგაზრდამ ხელიდან გაუშვა ასეთი შესაძლებლობა. შესაძლოა ისინი პრისილას მსგავსად ფიქრობენ, რომელმაც თქვა: „ადრე ძალიან ვითრგუნებოდი ჩემი შეცდომების გამო. არასრულფასოვნების გრძნობა მქონდა; დანაშაულის გრძნობა იმდენად მამძიმებდა, რომ უკვე აღარ შემეძლო ამის ატანა. სასოწარკვეთილებაში ვვარდებოდი და ვფიქრობდი, რომ ჩემგან არაფერი გამოვიდოდა“.

გოგონა მანქანის სარკეში საკუთარ თავს აკვირდება

დროდადრო შენც ასე ხომ არ გრძნობ თავს? თუ ასეა, გახსოვდეს: წარსულ შეცდომებზე წუხილი ჰგავს მანქანის ტარების დროს უკანა ხედვის სარკეში ყურებას. წარსულზე ფიქრი თავს უღირსად გაგრძნობინებს და მომავალ პრობლემებთან გასამკლავებლად საჭირო ძალებს გამოგაცლის.

ნაცვლად ამისა, კარგი იქნება, თუ გაწონასწორებულად იფიქრებ.

„შეეცადე, წარსულში ჩადენილ შეცდომებზე ისწავლო და ნუ გაიმეორებ მათ. მაგრამ იმდენს ნუ იფიქრებ მათზე, რომ ამან დაგრთგუნოს“ (ელიოტი).

„ვცდილობ, შეცდომებს ისე შევხედო, როგორც გაკვეთილს, რომელიც გამოცდილებას მძენს, მეხმარება, უკეთეს პიროვნებად ჩამოვყალიბდე და მომავალში სხვაგვარად მივუდგე მსგავს საკითხს. ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი მიდგომა უფრო მოწიფულს მხდის“ (ვერა).

შენი თანატოლები ამბობენ

კონორი

„ზოგი მეტისმეტად განიცდის თავის შეცდომას, ზოგს კი სულ არ ანაღვლებს. კარგი იქნება, თუ ამ საკითხში გაწონასწორებული იქნები. იფიქრე შენს შეცდომებზე, რათა რამე ისწავლო და არ გაიმეორო ისინი“ (კონორი).

დემი

„როდესაც მორბენალი ეცემა, ის არაფრად აგდებს სიამაყეს და თავის ძალებს წამოდგომას ახმარს. შენც მსგავსადვე უნდა მოიქცე. როცა შენს შეცდომებზე რაღაცას სწავლობ და შენს ძალებს მათ გამოსწორებას ახმარ, უკეთეს ადამიანად ყალიბდები“ (დემი).

ციფორა

„კარგი იქნება, თუ შეცდომას სწორად შეაფასებ. ისწავლე შენს შეცდომაზე და ნუ გაიმეორებ. იმდენს ნუ იფიქრებ, რომ გული დაგიმძიმდეს. ისწავლე და არ შეჩერდე“ (ციფორა).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება