საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ijwbq სტატია 79
  • ადამიანის გულშია სასუფეველი?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ადამიანის გულშია სასუფეველი?
  • პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ბიბლია გვპასუხობს:
  • არის ღვთის სამეფო უბრალოდ, გულის მდგომარეობა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
  • ღვთის სამეფო
    გამოიღვიძეთ! — 2013
  • ღვთის სამეფო ჩვენს გულშია?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
  • ჭეშმარიტება ღვთის სამეფოს შესახებ
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2020
იხილეთ მეტი
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
ijwbq სტატია 79
ადამიანში პირდაპირი გაგებით სამეფო ვერ იარსებებს

ადამიანის გულშია სასუფეველი?

ბიბლია გვპასუხობს:

შეუძლებელია სასუფეველი ანუ ღვთის სამეფო ქრისტიანების გულებში იყოს.a ბიბლია ღვთის სასუფეველს „ზეციერ სამეფოს“ უწოდებს, რაც მის ნამდვილ მდებარეობაზე მიუთითებს (მათე 4:17). გაიგეთ, რას ამბობს ბიბლია ზეციერი მმართველობის შესახებ.

  • ღვთის სამეფოს ჰყავს მმართველები, ქვეშევრდომები, მას თავისი კანონმდებლობაც აქვს; მისი მიზანია, ზეცაში თუ დედამიწაზე ღვთის ნება დაამყაროს (მათე 6:10; გამოცხადება 5:10).

  • ღვთის მმართველობა, ანუ სამეფო, დედამიწის „ყველა ხალხებზე, ერებზე და ენებზე“ იმმართველებს (დანიელი 7:13, 14). ამ სამეფოს თავად ღმერთი ამყარებს და არა ამ სამეფოს ქვეშევრდომები (ფსალმუნი 2:4—6; ესაია 9:7).

  • იესომ თავის ერთგულ მოციქულებს უთხრა, რომ ისინი მასთან ერთად „ტახტებზე დასხდებოდნენ“ ზეციერ სამეფოში (ლუკა 22:28, 30).

  • ამ სამეფოს ჰყავს მოწინააღმდეგეები, რომლებსაც ის გაანადგურებს (ფსალმუნი 2:1, 2, 8, 9; 110:1, 2; 1 კორინთელები 15:25, 26).

ბიბლია არ ასწავლის, რომ ზეციერი სამეფო ადამიანის გულშია და რომ ეს სამეფო მისი გულიდან მმართველობს. თუმცა მასში ნათქვამია, რომ „სიტყვამ სამეფოს შესახებ“ ანუ „სასიხარულო ცნობამ სამეფოს შესახებ“ შეიძლება ჩვენს გულზე იმოქმედოს და ეს ასეც უნდა იყოს (მათე 13:19; 24:14).

რას ნიშნავს სიტყვები: „ღმრთის სასუფეველი თვითონ თქვენშია“?

ბიბლიის სხვადასხვა თარგმანები ლუკას 17:21-ში ჩაწერილ სიტყვებს სხვადასხვანაირად გადმოსცემს, რამაც არაერთი ადამიანისთვის გაუგებარი გახადა, თუ სინამდვილეში სად იმყოფება ღვთის სამეფო. მაგალითად „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემაში“ ეს ბიბლიური მუხლი შემდეგნაირად არის გადმოთარგმნილი: „ღმრთის სასუფეველი თვითონ თქვენშია“. სწორად რომ გავიგოთ ამ მუხლის მნიშვნელობა, აუცილებელია გავითვალისწინოთ კონტექსტი.

რელიგიური წინამძღოლები, რომლებიც იესოს ეწინააღმდეგებოდნენ

ღვთის სამეფო არ იყო იესოს მოწინააღმდეგეთა, ბოროტ და მკვლელ ფარისეველთა გულებში

იესომ ამ სიტყვებით მიმართა ფარისევლებს, რელიგიურ წინამძღოლებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ მას და მისი მოკვლა ჰქონდათ განზრახული (მათე 12:14; ლუკა 17:20). გონივრულია ვიფიქროთ, რომ ღვთის სამეფო ამ ბოროტი ადამიანების გულში იყო? იესომ მათ უთხრა: „შიგნით ... თვალთმაქცობითა და უკანონობით ხართ სავსე“ (მათე 23:27, 28).

„ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ლუკას 17:21-ში ჩაწერილ იესოს სიტყვებს შემდეგნაირად გადმოსცემს: „ღვთის სამეფო თქვენ შორისაა“ (კურსივი ჩვენია). ზეციერი სამეფო იმ გაგებით იყო „მათში“ ანუ „მათ შორის“, რომ იესო, ღვთისგან დანიშნული მეფე, მათ შორის იმყოფებოდა (ლუკა 1:32, 33).

a მრავალი ქრისტიანული მიმდინარეობა ასწავლის, რომ ღვთის სამეფო ადამიანში, მის გულშია. მაგალითად, შეერთებული შტატების, „სამხრეთ-ბაპტისტური კონვენციის“ თანახმად, ღვთის სამეფო ნაწილობრივ არის „ღვთის მმართველობა ადამიანის გულსა და ცხოვრებაში“. მსგავსი აზრი აღნიშნა პაპმა ბენედიქტე XVI-მ თავის წიგნში „იესო ნაზარეთელი“, მან თქვა: „ღვთის სამეფო ჩვენი გულის მოსმენით მოდის“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება