საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ijwyp სტატია 69
  • რატომ უნდა ვილოცო?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რატომ უნდა ვილოცო?
  • ახალგაზრდების შეკითხვები
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • რა არის ლოცვა?
  • ისმენს ღმერთი ლოცვებს?
  • რის შესახებ შემიძლია ვილოცო?
  • დაუახლოვდით ღმერთს ლოცვის მეშვეობით
    იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
  • როგორ შეგიძლია ღმერთთან მიახლოება
    მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება
  • დაუახლოვდი ღმერთს ლოცვის მეშვეობით
    რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?
  • დააფასეთ ლოცვის შესაძლებლობა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2022
იხილეთ მეტი
ახალგაზრდების შეკითხვები
ijwyp სტატია 69
გოგონა ტბის პირას

ახალგაზრდების შეკითხვები

რატომ უნდა ვილოცო?

ერთ-ერთი გამოკითხვის თანახმად, ამერიკაში ახალგაზრდების 80 პროცენტი ლოცულობს, თუმცა მათგან მხოლოდ ნახევარი მიმართავს ღმერთს ლოცვით ყოველდღე. ამ ახალგაზრდებიდან ბევრს, ალბათ, აინტერესებს: ნუთუ ლოცვა მხოლოდ გუნება-განწყობილების ასამაღლებელი საშუალებაა?!

  • რა არის ლოცვა?

  • ისმენს ღმერთი ლოცვებს?

  • რის შესახებ შემიძლია ვილოცო?

  • რას ამბობენ შენი თანატოლები?

რა არის ლოცვა?

ლოცვის მეშვეობით შეგვიძლია პირადი ურთიერთობა გვქონდეს სამყაროს შემოქმედთან. უბრალოდ დაფიქრდი, რამხელა პატივია ეს! მართალია, იეჰოვა ღმერთი ჩვენზე ყოველმხრივ აღმატებულია, თუმცა „ის შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან“ (საქმეები 17:27). უფრო მეტიც, ბიბლიაში ვკითხულობთ: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:8).

როგორ შეგიძლია ღმერთთან დაახლოება?

  • ერთ-ერთი საშუალება არის ლოცვა, როცა შენ ესაუბრები ღმერთს.

  • მეორე საშუალება არის ბიბლიის შესწავლა, როცა ღმერთი „გესაუბრება“ შენ.

ასეთი ორმხრივი ურთიერთობა — ლოცვა და ბიბლიის შესწავლა — დაგეხმარებათ ღმერთთან მყარი, მეგობრული ურთიერთობის განვითარებაში.

ასეთი ორმხრივი ურთიერთობა დაგეხმარება, დაუმეგობრდე ღმერთს.

„იეჰოვასთან, უზენაეს ღმერთთან საუბარი უდიდესი პატივია, რაც კი შეიძლება ადამიანს გააჩნდეს“ (ჯერემი).

„როცა ლოცვაში გულს ვუშლი იეჰოვას, ვგრძნობ, რომ უფრო მეტად ვუახლოვდები მას“ (მირანდა).

ისმენს ღმერთი ლოცვებს?

შეიძლება ღვთის არსებობის გწამს და მას ლოცვითაც მიმართავ, მაგრამ მაინც გიჭირს იმის დაჯერება, რომ ის ნამდვილად ისმენს შენს ლოცვებს. გახსოვდეს, ბიბლია ღმერთს ლოცვების მომსმენს უწოდებს (ფსალმუნი 65:2). უფრო მეტიც, ღვთის სიტყვა მოგიწოდებს, რომ ყველა შენი საწუხარი ღმერთს მიანდო, რადგან ის ზრუნავს შენზე (1 პეტრე 5:7).

დაფიქრდი: ალბათ, ახლო მეგობართან სასაუბროდ დროს ხშირად გამოყოფ. მსგავსადვე, თუ გსურს იეჰოვა ღმერთთან მეგობრობა, ხშირად ესაუბრე მას და ლოცვის დროს სახელით მიმართე (ფსალმუნი 86:5—7; 88:9). ბიბლიაც სწორედ ამისკენ მოგვიწოდებს: „განუწყვეტლივ ილოცეთ“ (1 თესალონიკელები 5:17).

„ლოცვა არის ჩემსა და ზეციერ მამას შორის საუბარი, რა დროსაც გულს ვუღვრი მას“ (მოისესი).

„იეჰოვა ღმერთს ყველაფერს გულახდილად ვუყვები, როგორც დედას ან ახლო მეგობარს“ (კარენი).

რის შესახებ შემიძლია ვილოცო?

ბიბლიაში ვკითხულობთ: „ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს“ (ფილიპელები 4:6).

ნიშნავს ეს იმას, რომ შეგიძლია შენს პრობლემებზე ესაუბრო ღმერთს? რა თქმა უნდა. ბიბლიაში ნათქვამია: „იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი და ის ამოგიდგება მხარში“ (ფსალმუნი 55:22).

თუმცა ლოცვისას მხოლოდ შენს პრობლემებზე არ უნდა ისაუბრო. „კარგი მეგობარი ვერ ვიქნები, თუ ღმერთს მხოლოდ დახმარებისთვის მივმართავ. ვფიქრობ, რომ ლოცვის დროს პირველ რიგში მადლობა უნდა გადავუხადო იეჰოვას. მადლიერების მიზეზი კი ნამდვილად ბევრი გვაქვს“, — ამბობს 23 წლის ჩანტელი.

დაფიქრდი: კონკრეტულად რისთვის ხარ მადლიერი? დაასახელე სამი რამ, რისთვისაც დღეს მადლობას ეტყოდი იეჰოვას.

„როცა ლამაზ ყვავილს ვხედავთ, შეიძლება ამანაც კი აღგვძრას, მადლობა გადავუხადოთ იეჰოვას“ (ანიტა).

„დაფიქრდი იმაზე, რაც ყველაზე მეტად მოგწონს ღვთის შემოქმედებიდან, ან იმ ბიბლიურ მუხლზე, რომელიც შენს გულს ეხება; შემდეგ კი მადლობა გადაუხადე იეჰოვას“ (ბრაიანი).

რას ამბობენ შენი თანატოლები?

მოისესი

„ჩვენი ლოცვები ოკეანესავით ღრმა უნდა იყოს და არა გუბესავით ზედაპირული. ღმერთს სურს, დაგვეხმაროს; მან კარგად იცის, რა გვჭირდება, მაგრამ, როცა გულახდილად ვესაუბრებით, ვაჩვენებთ, რომ ვენდობით მას“ (მოისესი).

მირანდა

„ლოცვა შეიძლება შევადაროთ თოკს, რომლის ერთი ბოლო იეჰოვას უჭირავს, მეორე კი — მე. როცა ვლოცულობ და შემდეგ ღმერთი მპასუხობს ჩემს ლოცვებზე, ასე ვთქვათ ორივე მაგრად ვეჭიდებით ამ თოკს და ჩვენს შორის კავშირი უფრო და უფრო მტკიცდება“ (მირანდა).

ჯერემი

„თუ დროდადრო არ დავფიქრდებით რაზე ვლოცულობთ, ჩვენი ლოცვები შეიძლება სურვილების სიას დაემსგავსოს. მაგრამ, თუ მადლობას გადავუხდით იეჰოვას, ვაჩვენებთ, რომ ვაფასებთ იმ ყველაფერს, რაც მისგან გვაქვს; შესაბამისად, ლოცვის დროს მხოლოდ საკუთარ თავზე აღარ ვიქნებით კონცენტრირებული“ (ჯერემი).

შელბი

„რაც უფრო ხშირად ვუხდით იეჰოვას მადლობას, მით უფრო გვიღრმავდება მადლიერების გრძნობა, ეს კი გვეხმარება, ყურადღება კურთხევებზე გავამახვილოთ და არა იმ სირთულეებზე, რომლებსაც ცხოვრებაში ვაწყდებით“ (შელბი).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება