საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ijwhf სტატია 1
  • როგორ მოვიშოროთ რისხვა?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • როგორ მოვიშოროთ რისხვა?
  • რჩევები ოჯახებს
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • რა უნდა იცოდეთ
  • გამოსავალი
  • რას ამბობს ბიბლია რისხვაზე?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • რისხვა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • სიბრაზის სინდრომი
    გამოიღვიძეთ! — 2012
  • როგორ ავიყვანოთ თავი ხელში?
    გამოიღვიძეთ! — 2012
იხილეთ მეტი
რჩევები ოჯახებს
ijwhf სტატია 1
ცოლი ბრაზობს, რომ ქმარი ტელევიზორს უყურებს და ჭურჭლის რეცხვაში არ ეხმარება

რჩევები ოჯახებს

როგორ მოვიშოროთ რისხვა?

მეუღლემ ისეთი რამ თქვა ან გააკეთა, რამაც ძალიან გაგაბრაზათ, თუმცა ცდილობთ, თავი შეიკავოთ. ის ხვდება, რომ რაღაც რიგზე ვერ არის და ცდილობს მიზეზის დადგენას. ეს კიდევ უფრო გაღიზიანებთ. როგორ შეგიძლიათ მსგავს სიტუაციაში გააკონტროლოთ საკუთარი ემოციები?

  • რა უნდა იცოდეთ

  • გამოსავალი

რა უნდა იცოდეთ

  • რისხვა თქვენს ჯანმრთელობას ვნებს. კვლევები ცხადყოფს, რომ გაუკონტროლებელი რისხვა ადამიანში მაღალ არტერიულ წნევას, გულის დაავადებებს, დეპრესიასა და საჭმლის მონელების ფუნქციის მოშლას იწვევს. განრისხებამ შეიძლება გამოიწვიოს უძილობა, გადამეტებული შფოთი, კანის დაავადებები და ინსულტიც კი. სწორედ ამიტომ გვირჩევს ბიბლია: „მოეშვი რისხვას და მიატოვე ბრაზი; ნუ განრისხდები“ (ფსალმუნი 37:8).

  • გულში რისხვის შენახვა ზიანს მოგიტანთ. რისხვის გულში შენახვა დაავადებასავითაა, რომელიც შიგნიდან სპობს ადამიანს. მაგალითად, შესაძლოა ცინიკურები და კრიტიკულები გახდეთ, რაც გაგირთულებთ მეუღლესთან ურთიერთობას და თქვენს ქორწინებას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.

გამოსავალი

  • მეუღლის კარგ თვისებებზე იფიქრეთ. ჩამოწერეთ სამი რამ, რასაც მეუღლეში აფასებთ. შემდეგ ჯერზე, როცა ისეთ რამეს გააკეთებს, რაც განგარისხებთ, დაფიქრდით იმ თვისებებზე, რომლებიც მასში მოგწონთ. ეს დაგეხმარებათ, გააკონტროლოთ საკუთარი გრძნობები.

    ბიბლიური პრინციპი: „იყავით მადლიერნი“ (კოლოსელები 3:15).

    ცოლი წარმოიდგენს, როგორ ეხმარება ქმარი საოჯახო საქმეებში, უსმენს და უვლის ავადმყოფობისას
  • ეცადეთ, უფრო მპატიებელი გახდეთ. თავდაპირველად შეეცადეთ, საკითხს მეუღლის გადასახედიდან შეხედოთ. ეს უფრო თანამგრძნობს გაგხდით (1 პეტრე 3:8). შემდეგ ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ნუთუ იმდენად სერიოზული მიზეზი მაქვს განრისხებისთვის, რომ პატიება შეუძლებელია?“.

    ბიბლიური პრინციპი: „დანაშაულისთვის გვერდის ავლა მშვენებაა კაცისთვის“ (იგავები 19:11).

  • გრძნობები რბილად და ტაქტიანად გამოხატეთ. ილაპარაკეთ იმაზე, თქვენ რას გრძნობთ. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ უთხრათ მეუღლეს: „რა უყურადღებო ხარ, არასოდეს მირეკავ და არ მეუბნები, სად ხარ“, უმჯობესია, უთხრათ: „როცა გვიანია და არ ვიცი, სად ხარ, ძალიან ვნერვიულობ“. თუ საკუთარ აზრებს რბილად გამოთქვამთ, ეს დაგეხმარებათ, გააკონტროლოთ რისხვა.

    ბიბლიური პრინციპი: „თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული“ (კოლოსელები 4:6).

  • პატივისცემით მოუსმინეთ. როცა დაასრულებთ საკუთარი აზრის გამოთქმას, მეუღლესაც მოუსმინეთ და საუბარი არ შეაწყვეტინოთ. როცა ის თავის სათქმელს დაასრულებს, სხვა სიტყვებით გაიმეორეთ მისი აზრები, რომ დარწმუნდეთ, სწორად გაიგეთ თუ არა მისი ნათქვამი. მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გსურთ, გააკონტროლოთ რისხვა.

    ბიბლიური პრინციპი: „ყოველი კაცი სწრაფი იყოს მოსმენაში და ნელი სიტყვაში“ (იაკობი 1:19).

ტიმი და ჯენიფერი

«თუ პრობლემაზე ლაპარაკს თავს არიდებ და ასეთი სახით ცდილობ რისხვის შეკავებას, ერთხელაც აფეთქდები. უმჯობესია, პრობლემის შესახებ მეუღლეს პატივისცემით დაელაპარაკო. საუბრის ბოლოს მე და ჩემი ქმარი ვამბობთ ხოლმე: „შევრიგდით!“» (ჯენიფერი და მისი მეუღლე ტიმი).

ჯეიდი და კორი

„ძალიან ვაფასებ, რომ ჩემი მეუღლე ყოველთვის ყურადღებით მისმენს და აინტერესებს, რა მაწუხებს. მაშინაც კი, როცა რაღაცაში არ მეთანხმება, ჩემთან ერთად მსჯელობს ხოლმე ამაზე. არასოდეს მამცირებს, როდესაც საკუთარ აზრს გამოვთქვამ“ (ჯეიდი და მისი მეუღლე კორი).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება