საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ijwbq სტატია 155
  • რას ამბობს ბიბლია გაცემაზე?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რას ამბობს ბიბლია გაცემაზე?
  • პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ბიბლიის თვალსაზრისი
  • როდის აქვს სიკეთეს ფასი?
  • როდის არ აქვს სიკეთეს ფასი?
  • „ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2013
  • თქვენც განიცადეთ გაცემით გამოწვეული სიხარული!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2017
  • ბედნიერნი არიან გულუხვად გამცემნი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2018
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
იხილეთ მეტი
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
ijwbq სტატია 155
კაცს უჭირავს შეფუთული საჩუქარი

რას ამბობს ბიბლია გაცემაზე?

ბიბლიის თვალსაზრისი

ბიბლია მოგვიწოდებს, რომ სიკეთე ვაკეთოთ, ოღონდ სწორი მოტივებიდან გამომდინარე. დიახ, გაცემას არა მხოლოდ მისთვის მოაქვს სიკეთე, ვინც იღებს ამ სიკეთეს, არამედ მისთვისაც, ვინც გასცემს (იგავები 11:25; ლუკა 6:38). იესომ თქვა: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35).

  • როდის აქვს სიკეთეს ფასი?

  • როდის არ აქვს სიკეთეს ფასი?

  • გაცემასთან დაკავშირებული ბიბლიური მუხლები

როდის აქვს სიკეთეს ფასი?

სიკეთეს მაშინ აქვს ფასი, როცა ადამიანი საკუთარი სურვილით, გულიდან გამომდინარე აკეთებს მას. ბიბლია მოგვიწოდებს: „თითოეული ისე მოიქცეს, როგორც გულში გადაწყვიტა, ოღონდ არა უხალისოდ ან ნაძალადევად, რადგან ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“ (2 კორინთელები 9:7).

სუფთა გულით გაკეთებული სიკეთე ჩვენი თაყვანისცემის ნაწილია და დიდად სიამოვნებს ღმერთს (იაკობი 1:27). ის, ვინც უშურველად ეხმარება სხვებს, ღვთიურ საქმეს აკეთებს და გულს უხარებს იეჰოვას; ღმერთი კი თითოეულ გაკეთებულ სიკეთეს ისე იღებს, თითქოს სიკეთის გამკეთებელი სესხს აძლევს თვით იეჰოვა ღმერთს (იგავები 19:17). ბიბლიაში წერია, რომ ღმერთი მიუზღავს ყველა კეთილ კაცს თავისი სიკეთის სანაცვლოდ (ლუკა 14:12—14).

როდის არ აქვს სიკეთეს ფასი?

სიკეთეს ყოველგვარი ფასი ეკარგება, როცა ადამიანი გამორჩენის მიზნით აკეთებს მას. მაგალითად:

  • როცა მიზანი სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენაა (მათე 6:2).

  • როცა ვინმე სამაგიეროს ელოდება (ლუკა 14:12—14).

  • როცა ვინმე ფიქრობს, რომ ამით „ხსნას დაიმკვიდრებს“ (როგორც ზოგიერთი რელიგია ასწავლის) (ფსალმუნი 49:6, 7).

თუ ჩვენი სიკეთე სხვას ღვთისთვის მიუღებელ საქციელში უწყობს ხელს. მაგალითად, არ იქნებოდა სწორი, თუ ვინმეს ფულს მივცემთ იმისთვის, რომ აზარტული თამაშები ითამაშოს ან ნარკოტიკებსა და უზომო სმაში დახარჯოს (1 კორინთელები 6:9, 10; 2 კორინთელები 7:1). არც ის იქნებოდა სწორი, თუ ფინანსურად დავეხმარებოდით ისეთ ადამიანს, რომელსაც შეუძლია იმუშაოს, მაგრამ რატომღაც არ მუშაობს (2 თესალონიკელები 3:10).

როცა საკუთარ ოჯახს აზარალებ და სხვას ეხმარები. ბიბლია გვასწავლის, რომ ოჯახისთავებმა უნდა იზრუნონ ოჯახის წევრებზე (1 ტიმოთე 5:8). ამიტომ არ იქნებოდა სწორი, თუ ოჯახისთავი იმდენად ბევრს გასცემდა, რომ საკუთარ ოჯახს დააზარალებდა. აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ იესოს სიტყვებიც; მან მსჯავრი დასდო იმ ადამიანებს, რომლებიც უარს ამბობდნენ ხანდაზმული მშობლების მოვლაზე და აცხადებდნენ, რომ მთელი მათი ქონება „ღვთისთვის განკუთვნილი ძღვენი“ იყო (მარკოზი 7:9—13).

გაცემასთან დაკავშირებული ბიბლიური მუხლები

იგავები 11:25: „ხელგაშლილი სული დამსუყდება და მას, ვინც სხვას უხვად ასმევს წყალს, თვითონაც უხვად ექნება წყალი დასალევად“.

არსი: სიკეთის კეთება ორივე მხარისთვის სასარგებლოა.

იგავები 19:17: „ვინც ღარიბს სწყალობს, სესხს აძლევს იეჰოვას; ის გადაუხდის მას მისი საქმისთვის“.

არსი: ღმერთი თავს დავალებულად თვლის მათ წინაშე, ვინც სიკეთეს უკეთებს სხვებს და ჰპირდება, რომ თავად გადაუხდის სიკეთის სანაცვლოდ.

მათე 6:2: „როცა მოწყალებას გასცემ, ნუ გაახმაურებ, როგორც თვალთმაქცები აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რომ ხალხმა განადიდოს ისინი“.

არსი: სიკეთე იმიტომ არ უნდა ვაკეთოთ, რომ სხვების ყურადღება მივიქციოთ.

საქმეები 20:35: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“.

არსი: სუფთა გულით გაკეთებული სიკეთე ბედნიერების მომტანია.

2 კორინთელები 9:7: „თითოეული ისე მოიქცეს, როგორც გულში გადაწყვიტა, ოღონდ არა უხალისოდ ან ნაძალადევად, რადგან ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“.

არსი: საკუთარი სურვილით გაკეთებული სიკეთე უზომოდ ახარებს ღმერთს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება