საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ijwex სტატია 1
  • „რაც შემიძლია, იმას ვაკეთებ“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „რაც შემიძლია, იმას ვაკეთებ“
  • შემთხვევები
  • მსგავსი მასალა
  • კარიბის კუნძულებზე მცხოვრები და-ძმების დახმარება
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2019
  • უთხარი, რომ გიყვარს!
    შემთხვევები
  • „ასეთი სიყვარული არასოდეს მიგრძნია“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
შემთხვევები
ijwex სტატია 1
ირმა წერს წერილს

„რაც შემიძლია იმას ვაკეთებ“

გერმანიაში ცხოვრობს ერთი ჩვენი და, სახელად ირმა. ის 90 წლისაა. ორი ავარიისა და რამდენიმე ოპერაციის შემდეგ ირმა კარდაკარ ვეღარ დადის, ამიტომ ის წერილებით ქადაგებს. ის წერილებს წერს ნათესავებსა და ნაცნობებს. მისი გაგზავნილი გამამხნევებელი თუ სამძიმრის წერილები ისე ამხნევებს ადრესატებს, რომ ხშირად ურეკავენ და ეკითხებიან, როდის მისწერს შემდეგ წერილს მათ. ძალიან ბევრ სამადლობელ წერილსაც იღებს ირმა; ის ამბობს: „ეს ყველაფერი ბედნიერებას მანიჭებს და მეხმარება, რომ სულიერად ფორმაში ვიყო“.

ირმა

ირმა მოხუცებულთა თავშესაფარში მცხოვრებთაც უგზავნის წერილებს. ის გვიყვება: „ერთმა ხანდაზმულმა ქალბატონმა დამირეკა და მითხრა, რომ ძალიან ანუგეშა ჩემმა წერილმა, რომელიც მას ქმრის გარდაცვალების შემდეგ გავუგზევნე. თურმე ის ამ წერილს თავის ბიბლიაში ინახავს და ხშირად კითხულობს საღამოობით. სხვა ქალბატონმა, რომელსაც ახლახან დაეღუპა ქმარი, მითხრა, რომ ჩემმა წერილმა უფრო მეტად ანუგეშა, ვიდრე მღვდლის ქადაგებამ. მას ბევრი შეკითხვა ჰქონდა და მთხოვა, თუ შეიძლება შენთან მოვალო“.

ირმას ერთი ნაცნობი, რომელიც არ არის იეჰოვას მოწმე, სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად; მან ირმას სთხოვა, თუ შეგიძლია, მეც მომწერე წერილებიო. „ეს ქალბატონი ჩემს ყველა წერილს ინახავდა, — ამბობს ირმა, — მისი გარდაცვალების შემდეგ მისმა ქალიშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი ყველა წერილი წაკითხული ჰქონდა და მთხოვა, თუ შეგიძლიათ, მეც გამომიგზავნეთ ბიბლიური წერილებიო“.

ირმას ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებს მსახურება. ის ამბობს: „იეჰოვას ვეხვეწები, ყოველთვის მომცეს ძალა, რომ ვემსახურო მას. მართალია, კარდაკარ ვეღარ დავდივარ, მაგრამ, რაც შემიძლია იმას ვაკეთებ“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება