საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ijwex სტატია 5
  • ჩანაწერები სარეცხი მანქანის ქვეშ

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ჩანაწერები სარეცხი მანქანის ქვეშ
  • შემთხვევები
  • მსგავსი მასალა
  • „ასეთი სიყვარული არასოდეს მიგრძნია“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
  • დედის რწმენამ სიკვდილზე გაიმარჯვა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
  • უთხარი, რომ გიყვარს!
    შემთხვევები
  • „მეოჯახეები“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
შემთხვევები
ijwex სტატია 5
ჩანაწერები სარეცხი მანქანის ქვეშ

ჩანაწერები სარეცხი მანქანის ქვეშ

ზარინა, რომელიც წარმოშობით ცენტრალური აზიიდანაა, რუსეთში ცხოვრებისას იეჰოვას მოწმე გახდა. მონათვლის შემდეგ ის სამშობლოში დაბრუნდა, რადგან გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ორი ქალიშვილი რწმენაში აღეზარდა. ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, იგი ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა მშობლებთან, ძმასთან და რძალთან ერთად. მშობლებმა ზარინას აუკრძალეს შვილებთან ბიბლიაზე ლაპარაკი. მათ გოგონებიც გააფრთხილეს, რომ არ ესაუბრათ დედასთან ამ საკითხზე.

ზარინა ბევრს ფიქრობდა, როგორ დახმარებოდა შვილებს იეჰოვას გაცნობაში (იგავები 1:8). ის მხურვალედ სთხოვდა იეჰოვას, ეხელმძღვანელა მისთვის და სიბრძნე მიეცა. შემდეგ მან ლოცვების თანახმად დაიწყო მოქმედება; როდესაც გოგონები სასეირნოდ გაჰყავდა, ღვთის გასაოცარ შემოქმედებაზე ესაუბრებოდა მათ. ასეთი გასეირნებების შედეგად გოგონებს შემოქმედისადმი ინტერესი განუვითარდათ.

შემდეგ ზარინამ მოიფიქრა, როგორ გაეღვივებინა შვილების ინტერესი. ამისთვის მან გამოიყენა წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“.a ის წიგნიდან სიტყვა-სიტყვით იწერდა აბზაცებსა და შეკითხვებს ქაღალდზე. გადაწერილ მასალას რამდენიმე წინადადებასაც ამატებდა, რათა გოგონებს უკეთ გაეგოთ შესასწავლი მასალა. ქაღალდებს ფანქართან ერთად აბაზანაში, სარეცხი მანქანის ქვეშ, მალავდა. როდესაც გოგონები აბაზანაში შედიოდნენ, აბზაცებს კითხულობდნენ და პასუხებსაც იქვე წერდნენ.

ასეთი მეთოდით ზარინამ შეძლო ორი თავი განეხილა შვილებთან ერთად წიგნიდან „რას გვასწავლის ბიბლია?“, სანამ ცალკე გადავიდოდნენ საცხოვრებლად. იქ მას უკვე თავისუფლად შეეძლო გოგონებისთვის ჭეშმარიტება ესწავლებინა. 2016 წლის ოქტომბერში ორივე მათგანი მოინათლა. გოგონებს უხარიათ, რომ სიბრძნისა და გამჭრიახობის წყალობით დედა მათ სულიერად გამოკვებაზე ზრუნავდა.

a დღეს ბევრი იყენებს წიგნს „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება