საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ijwex სტატია 10
  • ის პასტორი ეგონათ

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ის პასტორი ეგონათ
  • შემთხვევები
  • მსგავსი მასალა
  • ჭეშმარიტების პოვნა იქ, სადაც არ ელი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2002
  • „სტენდებით ქადაგებას ყველგან კარგი შედეგი მოაქვს“
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით 2018
  • ახლო აღმოსავლეთი ყურადღების ცენტრში
    გამოიღვიძეთ! — 2015
  • ღიმილმა რა ქნა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2021
იხილეთ მეტი
შემთხვევები
ijwex სტატია 10
სასაფლაოზე ორი კაცი იეჰოვას მოწმეს ესაუბრება. ერთ-ერთი მათგანი ხელს იშვერს ადგილისკენ, სადაც დაკრძალვის ცერემონიალი სრულდება

ის პასტორი ეგონათ

ერთხელ ჩილეში ოსმანი და მისი ცოლ-შვილი სასაფლაოს მახლობლად სტენდით ქადაგებდნენ, როცა მათკენ მიმავალი ხალხი დაინახეს, რომლებიც მიცვალებულს მიასვენებდნენ. მათ მუსიკოსებიც ახლდნენ, რომლებიც ხმამაღლა უკრავდნენ. ზოგს ოსმანი ევანგელისტური ეკლესიის პასტორი ეგონა, ამიტომ მივიდნენ, გადაეხვივნენ და უთხრეს: „მადლობა, რომ დროულად მოხვედით, ყველანი გელოდით!“.

ოსმანი კი ცდილობდა, აეხსნა მათთვის, რომ პასტორი არ იყო, მაგრამ ხმაურის გამო ვერაფერს აგებინებდა. მას შემდეგ, რაც ხალხი მიცვალებულის დასაკრძალად სასაფლაოზე შევიდა, რამდენიმე კაცი უკან გამობრუნდა და ოსმანს უთხრა, რომ მის მისვლას ელოდნენ.

ხმაური რომ შეწყდა, ოსმანმა აუხსნა, სინამდვილეში ვინ იყო და რას აკეთებდა იქ. ხალხს გული მოუვიდა პასტორზე და ოსმანს სთხოვეს, ბიბლიიდან რამდენიმე აზრი გაეზიარებინა მათთვის, რაზეც სიამოვნებით დასთანხმდა.

სანამ დაკრძალვის ადგილზე მივიდოდნენ, ოსმანი მათ გარდაცვლილის შესახებ კითხვებს უსვამდა და თან ფიქრობდა, რომელი ბიბლიური მუხლები შეეძლო მათთვის წაეკითხა. იქ მისულმა ხალხს თავი წარუდგინა და უთხრა, რომ იეჰოვას მოწმე იყო და სასიხარულო ცნობას ქადაგებდა.

ოსმანმა შეკრებილ ხალხს გამოცხადების 21:3, 4 და იოანეს 5:28, 29 ამოუკითხა და აუხსნა, რომ სიკვდილი არასდროს ყოფილა ღვთის განზრახვა. შემდეგ უთხრა, რომ ღმერთი მალე მკვდრებს აღადგენს და მათ დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას მისცემს. როგორც კი სიტყვა დაასრულა, იქ მყოფთაგან ბევრი გადაეხვია და მადლობა გადაუხადა ასეთი სასიხარულო ცნობისთვის. ამის მერე ოსმანმა ისევ სტენდით გააგრძელა მსახურება.

დაკრძალვა რომ დასრულდა, ზოგიერთი მათგანი სტენდთან მივიდა და ოსმანსა და მის ცოლ-შვილს კითხვები დაუსვა. კარგა ხნის საუბრის შემდეგ მათ იმდენი ლიტერატურა წაიღეს, რომ სტენდი თითქმის დაცარიელდა.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება