საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ijwwd სტატია 36
  • ხის ბაყაყის ყიყინი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ხის ბაყაყის ყიყინი
  • ვინ შექმნა?
  • მსგავსი მასალა
  • ბაყაყი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • გასტროენტერული ინკუბაციის ბაყაყის რეპროდუქციული სისტემა
    გამოიღვიძეთ! — 2014
  • საჩუქარი იაპონელ მკითხველს!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2015
  • პირველი სამი სასჯელი
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
ვინ შექმნა?
ijwwd სტატია 36
ხის ბაყაყს ყელის ტომარა აქვს გაბერილი.

© Kim, Hyun-tae/iNaturalist. Licensed under CC-BY-4.0

ᲕᲘᲜ ᲨᲔᲥᲛᲜᲐ?

ხის ბაყაყის ყიყინი

ხის მამრი ბაყაყის იაპონური სახეობა ცნობილია თავისი უწყვეტი და ერთი შეხედვით უფუნქციო ყიყინით. ბაყაყების გუნდშიც კი ადვილად გამოარჩევთ მის ხმას. იაპონიაში მკვლევრებმა ხის ბაყაყებზე დაკვირვებით აღმოაჩინეს, რომ მამრები გარშემო მყოფი მდედრების ყურადღების მისაქცევად შეთანხმებულად ყიყინებენ.

დაფიქრდით: მამრი ბაყაყი ყიყინით ცდილობს მდედრის მოხიბვლას. ის მბგერი იოგების დახმარებით გამოსცემს ხმას, რა დროსაც ყელის ტომარა იბერება და ხმაც თანდათან ძლიერდება.

როგორ არის შესაძლებელი სხვადასხვა მამრი ბაყაყის ყიყინის ერთმანეთისგან გარჩევა? მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ისინი ერთდროულად კი არა, რიგრიგობით ყიყინებენ. ასეთი რიგითობის დაცვით გამაყრუებელი ქაოსი არ იქმნება და მკაფიოდ ისმის ერთი სახეობის მამრი ბაყაყების ყიყინი. სანამ ერთი სახეობის ბაყაყები ყიყინებენ, სხვები ისვენებენ და ენერგიას ზოგავენ.

ბაყაყების ურთიერთშეთანხმებულ ყიყინზე დაკვირვებით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოღვაწე მეცნიერები ცდილობენ, მათემატიკური ფორმულების გამოყენებით დახვეწონ ინფორმაციის გადაცემის მეთოდები და დააჩქარონ გადაცემის პროცესი. შედეგად, მეტი სიზუსტით მოხდება მონაცემების გადაცემა და ელექტროენერგიაც დაიზოგება.

რას ფიქრობთ? ევოლუციის შედეგად განუვითარდათ იაპონური სახეობის ხის ბაყაყებს შეთანხმებულად ყიყინის უნარი თუ ეს შემოქმედის დამსახურებაა?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება