საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • hdu სტატია 22
  • იეჰოვას არ ავიწყდება ყრუ-მუნჯები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იეჰოვას არ ავიწყდება ყრუ-მუნჯები
  • რას ხმარდება თქვენი შესაწირავები?
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • როგორ იქმნება ვიდეოები ჟესტურ ენაზე?
  • როგორ ვრცელდება ჟესტურენოვანი პუბლიკაციები?
  • იეჰოვამ მოაფინა თავისი სახის ნათელი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • მზად იყავი ყრუ-მუნჯი ადამიანების მოსაძებნად შენს ტერიტორიაზე
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2001
  • როგორ ზრუნავს ღმერთი სმენადაქვეითებულებზე?
    სხვადასხვა
  • პირველი ყრუ-მუნჯი ჭეშმარიტებას იღებს
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2015
იხილეთ მეტი
რას ხმარდება თქვენი შესაწირავები?
hdu სტატია 22
და პლანშეტში უყურებს ჟესტურენოვან ვიდეოს.

რას ხმარდება თქვენი შესაწირავები?

იეჰოვას არ ავიწყდება ყრუ-მუნჯები

2022 წლის 1 ივლისი

იეჰოვას სურვილია, რომ ყველანაირმა ადამიანმა გაიცნოს ის და გაიგოს მისი ზეციერი სამეფოს შესახებ (1 ტიმოთე 2:3, 4). ამ მიზნით იეჰოვას მოწმეები გამოსცემენ ბიბლიებს და ბიბლიის შესწავლაში დამხმარე საშუალებებს ყველანაირი ადამიანისთვის, მათ შორის ყრუ-მუნჯებისთვის. ჩვენმა ორგანიზაციამ ათასობით პუბლიკაცია გამოსცა ჟესტურენოვანი ვიდეოების სახით,a რომლებიც 100-ზე მეტ ჟესტურ ენაზეა ხელმისაწვდომი. როგორ იქმნება და ვრცელდება ასეთი პუბლიკაციები? რა გაუმჯობესდა ამ მხრივ წლების განმავლობაში?

როგორ იქმნება ვიდეოები ჟესტურ ენაზე?

 ჟესტურენოვანი მთარგმნელობითი ჯგუფი თარგმნის პუბლიკაციას.

ჟესტურენოვანი პუბლიკაციების შექმნაზე ის და-ძმები ზრუნავენ, რომლებიც მთარგმნელობით ჯგუფებში მსახურობენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჯგუფის წევრები გულდასმით აანალიზებენ სათარგმნ მასალას. შემდეგ მსჯელობენ, როგორ შეიძლება ინფორმაციის საუკეთესოდ გადმოცემა ჟესტურ ენაზე. ამის შემდეგ ისინი აკეთებენ ამ პუბლიკაციის ვიდეოჩანაწერს. ამჟამად 60 ჟესტურენოვანი ჯგუფი არსებობს, 40 ჯგუფი კი დროდადრო მუშაობს საჭიროებისამებრ.

წარსულში საკმაოდ ძვირი ჯდებოდა ვიდეოპუბლიკაციების გამოცემა ჟესტურ ენებზე. ვიდეოკამერები და სხვა აღჭურვილობაც მაშინ გაცილებით ძვირი ღირდა. გარდა ამისა, ვიდეოებს ვიწერდით სტუდიებში, რომლებსაც წინასწარ საგულდაგულოდ ვაწყობდით. ზოგჯერ ამისთვის რომელიმე შენობის გადაკეთება გვიწევდა. მთლიანობაში, ერთი ასეთი სტუდიის მოწყობა 30 000 დოლარზე მეტი ჯდებოდა.

შეწირული თანხების საუკეთესოდ გამოყენების მიზნით, ჩვენი ორგანიზაცია ცდილობდა, გაეუმჯობესებინა და გაემარტივებინა თარგმნის პროცესი. ამის შედეგია ის, რომ დღეისათვის თანამედროვე აღჭურვილობას ვიყენებთ, რაც საქმესაც გვიადვილებს და თანხებიც მნიშვნელოვანწილად იზოგება. ახლა აღარ ვიყენებთ სტუდიას. ყველა მთარგმნელობითი ჯგუფი ოფისებშივე იწერს ვიდეოებს მწვანე ფონის გამოყენებით. როცა რომელიმე ვიდეოს ჩასაწერად ჟესტურ ენაზე მოლაპარაკე რამდენიმე ადამიანია საჭირო, მთარგმნელები ცალ-ცალკე იწერენ მათ მათივე ოფისებიდან ან სახლებიდან. მათ აღარ უწევთ ჩამწერ სტუდიაში მისვლა.

მთარგმნელობითი ჯგუფი აკეთებს ჟესტურენოვანი პუბლიკაციის ჩანაწერს. ვიდეოს ჩაწერა ხდება მწვანე ფონის წინ.

ჟესტურ ენაზე ვიდეოების ჩაწერა რომ გაადვილებულიყო, შევქმენით სპეციალური კომპიუტერული პროგრამები. ამ ყველაფრის წყალობით ერთი პუბლიკაციის მომზადებას ორჯერ ნაკლები დრო სჭირდება. და-ძმები ძალიან მადლიერები არიან ასეთი ცვლილებისთვის. ერთი ძმა, სახელად ალექსანდერი, ამბობს: „ძალიან მიხარია, რომ ჟესტურ ენაზე ვიდეოები ახლა უფრო ხშირად გამოდის. ამ ვიდეოებს ყოველდღე ვუყურებ“.

დღესდღეობით 5 000 დოლარზე ნაკლები ჯდება შესაბამისი აღჭურვილობის შეძენა ერთი ჟესტურენოვანი მთარგმნელობითი ჯგუფისთვის.

როგორ ვრცელდება ჟესტურენოვანი პუბლიკაციები?

ჟესტურ ენაზე პუბლიკაციების მომზადების შემდეგ, საჭიროა მათი მიწოდება ადრესატამდე. ადრე ვიდეოებს ვიწერდით ვიდეოკასეტებზე და DVD დისკებზე, რასაც დიდი დრო, სახსრები და შრომა სჭირდებოდა. ჩაწერილი პუბლიკაციის ასლების დასამზადებლად შეკვეთებს რომელიმე კერძო კომპანიას ვაძლევდით. ბოლოს, ვიდეოკასეტებს და DVD დისკებს კრებებს ვუგზავნიდით. მარტო 2013 წელს 2 მილიონი დოლარი დაიხარჯა ჟესტურენოვანი DVD დისკების მომზადებაზე.

პორტატული DVD-პლეიერი და DVD ფორმატით ჩაწერილი სხვადასხვა ჟესტურენოვანი ვიდეო.

ყრუ-მუნჯები ძალიან აფასებდნენ სულიერ საზრდოს. თუმცა ვიდეოების გამოყენება ყოველთვის მარტივად ვერ ხერხდებოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაიზარდა ვიდეოკასეტებისა თუ DVD დისკების რიცხვი. ზოგჯერ ბიბლიის ერთი წიგნის ჩასაწერად რამდენიმე DVD დისკი იყო საჭირო. ბრაზილიაში მცხოვრები ერთი ძმა, გილნეი, იხსენებს: „როცა ბიბლიური მუხლის წაკითხვა გვინდოდა, ჯერ ვიდეოკასეტა უნდა გვეპოვა სწორად, შემდეგ კი ბიბლიური მუხლი მოგვეძებნა. ეს ძალიან რთული იყო“. ერთი და, რაფაიანე, რომელიც ჟესტურენოვან DVD დისკებს იყენებდა, აღნიშნავს: „პირადი შესწავლის ჩატარება ძალიან დამღლელი იყო. მარტო ბიბლიური მუხლების ან სქოლიოებისა და მარგინალური მუხლების ნახვას უამრავი დრო მიჰქონდა“. მსახურებაში და-ძმებს ხშირად თან დაჰქონდათ DVD დისკები ან ვიდეოკასეტები და დაინტერესებულებს მათსავე ტელევიზორში აყურებინებდნენ. ზოგ ძმას DVD-პლეიერიც კი დაჰქონდა მსახურებაში. არც ისე დიდი ხნის წინ ხელმისაწვდომი გახდა პორტატული, ეკრანიანი DVD-პლეიერები, რომლებსაც ბევრი და-ძმა იყენებდა. შეერთებულ შტატებში მცხოვრები ბობი ამბობს: „თუ ერთი ბიბლიური მუხლის შემდეგ დაინტერესებულისთვის მეორე მუხლის ჩვენება გვინდოდა, ხშირად დისკი უნდა შეგვეცვალა. ამას ბევრი დრო მიჰქონდა, რის გამოც გვიჭირდა ბიბლიის გამოყენება მობინადრესთან საუბრის დროს“.

2013 წელს ჩვენმა ორგანიზაციამ გამოუშვა აპლიკაცია „JW ბიბლიოთეკა ჟესტურ ენაზე“, რისი წყალობითაც ჩვენს და-ძმებს შეუძლიათ თავიანთ სმარტფონებში ან ტაბლეტებში ჩამოტვირთონ და უყურონ ჟესტურენოვან ვიდეოებს. ეს აპლიკაცია თავდაპირველად ამერიკულ ჟესტურ ენაზე მომზადდა. 2017 წელს აპლიკაცია განახლდა, რათა მისით სარგებლობა სხვა ჟესტურ ენებზე მოსაუბრეებსაც შეძლებოდათ. და-ძმების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ბრაზილიაში მცხოვრები ერთი ძმა, ჯუსელინო, ამბობს: „ვერ ვიჯერებდი. სულ იმაზე მეფიქრებოდა, რამხელა სიყვარულს ავლენს ხელმძღვანელი საბჭო ჩვენდამი, ყრუ-მუნჯი და-ძმებისადმი. მათ ძალიან სურთ, ჩვენც ისევე გავიზარდოთ სულიერად, როგორც სხვები. ამ აპლიკაციამ ძალიან აღგვაფრთოვანა და ბიბლიის უკეთ გამოკვლევის მოტივაცია გაგვიჩინა“.

და სარგებლობს აპლიკაციით „JW ბიბლიოთეკა ჟესტურ ენაზე“ და უყურებს ფილმს „დანიელი — ურყევი რწმენის მაგალითი — ნაწილი მეორე“.

ერთი და იყენებს JW ბიბლიოთეკას ჟესტურ ენაზე.

დღეისათვის ყველა ჟესტურ ენაზე ვქმნით ვიდეოებს ელექტრონული სახით და ვავრცელებთ ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით და აპლიკაციით „JW ბიბლიოთეკა ჟესტურ ენაზე“. შედეგად ჟესტურენოვანი პუბლიკაციების თარგმნას, ჩაწერას და გავრცელებას თვეები და წლები კი აღარ სჭირდება, არამედ რამდენიმე დღე. ფაქტობრივად, ბევრ ჟესტურ ენაზე სხვა ენების პარალელურად გამოდის პუბლიკაციები.

ჩვენი ყრუ-მუნჯი და-ძმები თავიანთ გრძნობებს გვიზიარებენ. ერთი და კლიზია ამბობს: „გაოცებული ვარ, როგორ ზრუნავს ორგანიზაცია ყრუ-მუნჯებზე; რწმენის განმამტკიცებელ სულიერ საზრდოს ჩვენთვის ადვილად მისაღები სახით გვთავაზობს. ქვეყნიერებაში მსგავს რამეს ვერსად ნახავთ“. ერთი ძმა ვლადიმერი ამბობს: „ვიდეოები იმაზე მოწმობს, რომ იეჰოვა ჩვენზე ზუსტად ისე ზრუნავს, როგორც მათზე, ვისაც სმენის პრობლემა არ აქვს“.

ჩვენს ჟესტურენოვან ვიდეოებში ხშირად შეხვდებით შემდეგ აზრს: „ეს პუბლიკაცია იმ ბიბლიური საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილია, რომელიც მთელ მსოფლიოში ნებაყოფლობითი შესაწირავებით ხორციელდება“. ბიბლიებისა და სხვა ლიტერატურის, მათ შორის ჟესტურენოვანი პუბლიკაციების, გამოსაცემად საჭირო თანხები თქვენ მიერ გაღებული შესაწირავებით იფარება, რომელსაც ვებგვერდზე donate.jw.org სხვადასხვა სახით იღებთ. დიდი მადლობა თქვენი გულუხვობისთვის.

a ჟესტურ ენაზე კომუნიკაციის დამყარება ხელებისა და სახის მიმიკების მეშვეობით ხდება, ამიტომ პუბლიკაციები ჟესტურ ენებზე ვიდეოფორმატით გამოიცემა.

ზოგადი ინფორმაცია

1992 წელს გამოიცა პირველი ჟესტურენოვანი ვიდეოკასეტა.

2002 წელს გამოიცა პირველი ჟესტურენოვანი DVD დისკი.

2013 წელს ფუნქციონირება დაიწყო JW ბიბლიოთეკამ ჟესტურ ენაზე.

2017 წელს განახლდა JW ბიბლიოთეკა ჟესტურ ენაზე და დაემატა ყველა ჟესტური ენა.

2020 წელს პირველად გამოიცა ბიბლიის სრული ვერსია ჟესტურ ენაზე. ეს იყო ამერიკულ ჟესტურ ენაზე შესრულებული „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება