სქოლიო
a ამ აკრძალვების განმტკიცების მიზნით ბიბლიის დამახინჯების მცდელობაც იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიაში მსგავსი არაფერია ნათქვამი, გავლენიანი ღვთისმეტყველი ტერტულიანე ასწავლიდა, რომ, რადგანაც, ქალი იყო მიზეზი „პირველი ცოდვისა და სირცხვილი. . . კაცობრიობის წყევლისა“, ამიტომ უნდა ევლო მას „ევასავით მგლოვიარესა და მონანიეს“. ფაქტობრივად, ის დაჟინებით ითხოვდა, ბუნებრივად ლამაზი ქალი იმ უკიდურესობამდე მისულიყო, რომ დაეფარა თავისი სილამაზე (შეადარეთ რომაელთა 5:12–14; 1 ტიმოთე 2:13, 14).