სქოლიო
b „მიშნას“ თანახმად, ტაძარში მტრედების შესასყიდი მაღალი ფასის გამო მოგვიანებით განხეთქილება ჩამოვარდნილა და შედეგად საფასური თითქმის 99 პროცენტით დაწეულა. ვინ ითბობდა ხელს ტაძარში ვაჭრობით? ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, მღვდელმთავარ ანას ოჯახი ფლობდა ტაძარში მოწყობილ ბაზარს, რაც მათთვის აურაცხელი სიმდიდრის წყაროს წარმოადგენდა (იოანე 18:13).