სქოლიო
d წინასწარმეტყველება ბაბილონის განადგურების შესახებ ერთ-ერთია იმ არაერთი ბიბლიური წინასწარმეტყველებიდან, რომლებიც შესრულდა. ბიბლიაში ტვიროსისა და ნინევეს განადგურების შესახებაც იყო ნაწინასწარმეტყველები (ეზეკიელი 26:1—5; სოფონია 2:13—15). გარდა ამისა, დანიელმა იწინასწარმეტყველა, თუ რომელი ქვეყნები გახდებოდნენ მსოფლიო მპყრობელები ბაბილონის დაცემის შემდეგ და რა თანამიმდევრობით შეცვლიდნენ ისინი ერთმანეთს. მათ შორის იყო მიდია-სპარსეთი და საბერძნეთი (დანიელი 8:5—7, 20—22). აგრეთვე იხილეთ დანართი „იესო ქრისტე — აღთქმული მესია“, სადაც განხილულია მესიასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებები, რომლებიც იესო ქრისტეზე შესრულდა.