სქოლიო
a ერთხელ იესომ უპასუხოდ დატოვა ჰეროდეს მიერ დასმული შეკითხვები (ლუკა 23:8, 9). ზოგჯერ დუმილი კარგი გამოსავალია, როცა უადგილო კითხვებს გისვამენ.
საკვანძო ბიბლიური მუხლი
„ვინც . . . დაუქორწინებლობა [სქესობრივი ურთიერთობისგან თავშეკავება] გადაწყვიტა გულში, კარგად იქცევა“ (1 კორინთელები 7:37).
რჩევა
მოერიდე მათთან — თუნდაც იმ თანამორწმუნეებთან — მეგობრობას, ვინც ზერელედ ეკიდება ზნეობრივ ნორმებს.
იცოდი, რომ . . . ?
ვინც ქორწინებამდე არ ამბობს უარს სხვადასხვა პარტნიორთან ურთიერთობაზე, საეჭვოა, რომ დაქორწინების შემდეგ შეიცვალოს. ხოლო ვინც ქორწინებამდეც იცავს ღვთის ნორმებს, ხშირ შემთხვევაში, მეუღლის ერთგულია.
რა უნდა გავაკეთო
დაქორწინებამდე თავი რომ შევიკავო სქესობრივი ურთიერთობისგან ․․․․․
თუ ვინმე მიბიძგებს ამ გადაწყვეტილების შეცვლისკენ ․․․․․
რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე?
როგორ ფიქრობ?
● რატომ დასცინის ზოგი მათ, ვინც ქორწინებამდე თავს იკავებს სქესობრივი ურთიერთობისგან?
● რატომ არის რთული სექსზე უარის თქმა დაქორწინებამდე?
● რატომ ღირს ქორწინებამდე სექსისგან თავის შეკავება?
● როგორ აუხსნიდი შენს უმცროს დას ან ძმას, რატომ ღირს ქორწინებამდე სექსისგან თავის შეკავება?