სქოლიო
a იონა გალილეის ქალაქიდან იყო, რაც ნამდვილად საყურადღებოა, რადგან ფარისევლებმა იესოს შესახებ ქედმაღლურად თქვეს: „გამოიკვლიე და დაინახავ, რომ გალილეიდან არც ერთი წინასწარმეტყველი არ მოვა“ (იოან. 7:52). მრავალი მთარგმნელისა და მკვლევრის აზრით, ფარისევლები ირწმუნებოდნენ, რომ არც ერთი წინასწარმეტყველი არ მოსულა და არც მოვიდოდა გალილეიდან. ისინი ამით არა მხოლოდ ისტორიას უარყოფდნენ, არამედ წინასწარმეტყველებასაც (ეს. 9:1, 2).