სქოლიო
b სხვა მნიშვნელოვან კანონში აღნიშნული იყო, რომ, თუ მამაკაცს სასქესო ორგანოები სერიოზულად ჰქონდა დაზიანებული, იგი უფლის საკრებულოში ვერ შევიდოდა (მეორე რჯული 23:1). მაგრამ ბიბლიურ ცნობარში (Insight on the Scriptures) აღნიშნულია, რომ, როგორც ჩანს, ეს „ამორალური მიზნებისთვის, მაგალითად ჰომოსექსუალიზმის მიზნით, [სასქესო ორგანოების] განზრახ დაზიანებას ეხებოდა“. ამიტომ იმ კანონში არაფერი იყო ნათქვამი კასტრაციაზე ან ჩასახვის საწინააღმდეგო სხვა მეთოდზე. ბიბლიურ ცნობარში აგრეთვე ნათქვამია: „იეჰოვა ნუგეშისმომგვრელად წინასწარმეტყველებდა დროზე, როდესაც თავის მსახურებად საჭურისებსაც მიიღებდა და, თუ მორჩილებას გამოავლენდნენ, მის ძეებსა და ქალიშვილებზე უკეთეს სახელსაც მისცემდა. იესო ქრისტეს მიერ რჯულის გაუქმების შემდეგ, ყველას, ვინც რწმენას გამოავლენდა, ყოფილი სტატუსისა და მდგომარეობის მიუხედავად, შეეძლო ღვთის სულიერი ძე გამხდარიყო. ხორცის საფუძველზე დაყოფები გაუქმდა (ეს. 56:4, 5; იოან. 1:12)“.