სქოლიო
b ამასთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვაგვარი შეხედულება. ზოგი დაგონის ტაძარს „ელის სახლად“ მიიჩნევს. ფრანგი მეცნიერი და ბიბლიური ტექსტების შემსწავლელი იერუსალიმის სკოლის პროფესორი როლანდ დე ვოქსი აღნიშნავს, რომ მსაჯულების 16:23-სა და 1 მეფეთა 5:1—5-ში მოხსენიებული დაგონი არის ელის პირადი სახელი. „რელიგიის ენციკლოპედიის“ თანახმად, შესაძლებელია „დაგონი გარკვეული გაგებით დაკავშირებული ან გაიგივებული იყოს [ელთან]“. რას-შამრას ტექსტებში ბაალს დაგონის ძე ეწოდება, მაგრამ ნათელი არ არის, რა მნიშვნელობით გამოიყენება ამ შემთხვევაში სიტყვა „ძე“.