სქოლიო
a საღვთო წერილში სიტყვა „სიძულვილი“ რამდენიმე მნიშვნელობით გამოიყენება. ზოგ კონტექსტში ის, უბრალოდ, შედარებით ნაკლებად სიყვარულს ნიშნავს (მეორე რჯული 21:15, 16). „სიძულვილი“ შეიძლება ათვალწუნებასაც ნიშნავდეს, მაგრამ ამ დროს ამთვალწუნებელს ადამიანისთვის რაიმე ზიანის მიყენება კი არ სურს, არამედ თავს არიდებს მას, რადგან ეზიზღება იგი. სიტყვა „სიძულვილს“ შეიძლება სასტიკად მტრული განწყობის მნიშვნელობაც ჰქონდეს და, გულში დიდხანს ნადები ღვარძლის გამო, ხშირად ბოროტი ქმედებები ახლდეს თან. ამ სტატიაში სწორედ ეს უკანასკნელი მნიშვნელობა განიხილება.