სქოლიო
a რუსეთში 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციამდე იულიუსის კალენდარს იყენებდნენ, მაშინ როდესაც მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში გრიგორიანული კალენდარი ჰქონდათ. 1917 წელს იულიუსის კალენდარი 13 დღით ჩამორჩებოდა გრიგორიანულს. რევოლუციის შემდეგ საბჭოთა მთავრობაც გრიგორიანულ კალენდარზე გადავიდა. მაგრამ მართლმადიდებელი ეკლესია რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნას იულიუსის კალენდრის მიხედვით, ძველი სტილით განაგრძობდა. ამიტომ რუსეთში შობას 7 იანვარს აღნიშნავენ. გრიგორიანული კალენდრის მიხედვით 7 იანვარი იულიუსის კალენდრით 25 დეკემბერს შეესატყვისება. აქედან გამომდინარე, რუსეთში შობისა და ახალი წლის დღესასწაულებს მრავალი ადამიანი შემდეგნაირად აღნიშნავს: 25 დეკემბერი — კათოლიკური შობა; 1 იანვარი — ახალი წელი; 7 იანვარი — მართლმადიდებლური შობა; 14 იანვარი — ახალი წელი ძველი სტილით.