სქოლიო
a იესოს მიერ თავისი მოწაფეებისთვის მიცემული ლოცვის ნიმუშის მსგავსად, კადიშში იმის შესახებაც არის თხოვნა, რომ ღვთის სახელი განიწმინდოს. საკამათოა, თუ როდის დაიწყეს კადიშის წარმოთქმა — ქრისტეს დროს თუ მანამდე — მაგრამ არ უნდა გაგვაოცოს იესოს მიერ მოცემული ლოცვის ნიმუშსა და კადიშს შორის მსგავსებამ. იესოს ლოცვაში რაღაც ახალი და უჩვეულო არ შეუტანია. თითოეული სათხოვარი დაფუძნებული იყო წმინდა წერილებზე, რომლებსაც მაშინ ყველა ებრაელი კარგად იცნობდა. იესო თავის იუდეველ მიმდევრებს მოუწოდებდა, ელოცათ იმაზე, რაზეც აქამდეც უნდა ელოცათ.