სქოლიო
a იესოს სიტყვები გვეხმარება სწორად გავიგოთ ფრაზა „როცა მოსული იქნები“, რომელიც ბიბლიის ზოგ თარგმანში არასწორად არის ნათარგმნი. ზოგ ბიბლიაში ის ნათარგმნია როგორც „მოსვლა“ ან „დაბრუნება“, რაც დროის მოკლე მონაკვეთში მომხდარ მოვლენაზე მიუთითებს. მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, რომ იესოს ის პერიოდი, როცა მოსული იქნებოდა, არ შეუდარებია ნოეს დროს მომხდარ წარღვნასთან ანუ კონკრეტულ დროს მომხდარ მოვლენასთან, არამედ „ნოეს დროსთან“, ანუ მნიშვნელოვან პერიოდთან. ნოეს დღეების მსგავსად, იმ პერიოდშიც, როცა ქრისტე მოსული იქნებოდა, ხალხი ყოველდღიურ საქმეებში იქნებოდა ჩაფლული და ყურადღებას არ მიაქცევდა გაფრთხილებას.