სქოლიო
a ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ იოსების ძმებმა მამის მიერ იოსებისთვის გაკეთებული საჩუქარი იმის ნიშნად ჩათვალეს, რომ იაკობი პირმშოობის უფლებას მას მიანიჭებდა. მათ იცოდნენ, რომ იოსები პირველი შვილი იყო იაკობის საყვარელი ქალისა, რომელიც წესით მისი პირველი ცოლი უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით, იაკობის პირმშო რეუბენი მამამისის ხარჭასთან დაწვა, რითაც შეურაცხყო იაკობი და პირმშოობის უფლება დაკარგა (დაბადება 35:22; 49:3, 4).