სქოლიო
b ძველ დროში ეგვიპტელები 90-ზე მეტი სახეობის პურ-ფუნთუშეულს მიირთმევდნენ. ასე რომ, ფარაონის მცხობელთა უფროსი საკმაოდ გავლენიანი კაცი იქნებოდა. მერიქიფეთა უფროსს კი თავის დაქვემდებარებაში უამრავი მსახური ეყოლებოდა, რომლებიც იმაზე იზრუნებდნენ, რომ ღვინო, და შესაძლოა ლუდიც, რომელსაც ფარაონი მიირთმევდა, უმაღლესი ხარისხის ყოფილიყო და მასში არავის გაერია შხამი მონარქის მოწამვლის მიზნით, ვინაიდან ინტრიგები და მკვლელობები სამეფო კარზე უჩვეულო არ იყო. არც ის იქნებოდა გასაკვირი, რომ მერიქიფე მეფის სანდო მრჩეველი ყოფილიყო.