სქოლიო
a მაგალითად, ერთხელ ისრაელებმა დიდი მარცხი იწვნიეს, როდესაც ღვთის გაფრთხილების მიუხედავად, მაინც შეებრძოლნენ ამალეკელებსა და ქანაანელებს (რიცხვები 14:41—45). მრავალი წლის შემდეგ ღვთის ერთგულ მეფე იოშიას, რომელიც ღვთის მითითების გარეშე გავიდა საომრად, სიცოცხლის ფასად დაუჯდა ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილება (2 მატიანე 35:20—24).