სქოლიო
a აღსანიშნავია, თუ რა თანმიმდევრობით მოიყვანა იესომ მაგალითები, რომლებიც მისი მოსვლის ნიშნის ნაწილი გახდა. თავიდან მან ისაუბრა „ერთგულ და გონიერ მონაზე“, ცხებული ძმების პატარა ჯგუფზე, რომელსაც ღვთის ხალხისთვის უნდა ეხელმძღვანელა (მათ. 24:45—47). შემდეგ მოიყვანა მაგალითები, რომლებიც ყველა ზეციერი იმედის მქონეს ეხებოდა (მათ. 25:1—30). ბოლოს ისაუბრა მათზე, ვისაც მიწიერი იმედი ექნებოდა და ქრისტეს ძმებს დაუჭერდა მხარს (მათ. 25:31—46). მსგავსად, ეზეკიელის წინასწარმეტყველება ჩვენს დროში უპირველესად ზეციერი იმედის მქონე ქრისტიანებზე უნდა შესრულებულიყო. თუმცა ათტომიანი სამეფო ჩვეულებრივ არ განასახიერებს მათ, ვისაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვს, ეს წინასწარმეტყველება კარგად აღწერს მიწიერი და ზეციერი იმედის მქონე ქრისტიანებს შორის არსებულ ერთობას.