საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ

სქოლიო

a „სიტყვა იყო ღმერთი“: აგრეთვე შეიძლება ითარგმნოს, როგორც „სიტყვა იყო ღვთაებრივი [ან ღვთის მსგავსი]“. ამ სიტყვებით იოანე აღწერს „სიტყვის“ ანუ იესო ქრისტეს ღვთაებრივ ბუნებას (ბერძნ. ო ლოგოს). მას, როგორც ღვთის პირმშოს, რომლის მეშვეობითაც ღმერთმა შექმნა ყველაფერი, აღმატებული მდგომარეობა უკავია, რაც საფუძველს იძლევა, მას „ღმერთი“, „ღვთაებრივი“ ან „ღვთის მსგავსი“ ეწოდოს. ბევრ მთარგმნელს მიაჩნია, რომ ეს ფრაზა ისე უნდა იყოს გადმოტანილი, რომ „სიტყვა“ ყოვლისშემძლე ღმერთთან იყოს გაიგივებული. თუმცა არაერთი მიზეზი გვაქვს, დავასკვნათ, რომ იოანეს „სიტყვაში“ ყოვლისშემძლე ღმერთი არ უგულისხმია. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ სიტყვებიდან, რომლებიც წინ უძღვის ამ ფრაზას და რომლებიც მოსდევს მას, აშკარად ჩანს, რომ „სიტყვა“ იყო ღმერთ-თან. საგულისხმოა ისიც, რომ პირველ და მეორე მუხლებში ბერძნული სიტყვა თეოს სამჯერ გვხვდება. აქედან პირველ და მესამე შემთხვევაში მას წინ უძღვის განსაზღვრული არტიკლი, მეორე შემთხვევაში კი საერთოდ არა აქვს არტიკლი, რაც ბევრი სწავლულის აზრით, საყურადღებოა. როცა თეოსს წინ უძღვის განსაზღვრული არტიკლი, ყოვლისშემძლე ღმერთი იგულისხმება. მეორე მხრივ, ამ ფრაზის გრამატიკული კონსტრუქცია, კერძოდ, ის, რომ თეოს უარტიკლოდ არის გამოყენებული, მას თვისებრივ მნიშვნელობას სძენს და მიუთითებს „სიტყვის“ თვისებრივ მხარეზე. შესაბამისად, გერმანულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე შესრულებულ ბიბლიის არაერთ თარგმანში ეს ფრაზა გადმოსცემს აზრს, რომ „სიტყვა“ იყო „ღვთაებრივი“ ან „ღვთის მსგავსი“. იგივე მიდგომაა გამოყენებული კოპტური ენის ორ დიალექტზე (საჰიდური და ბოჰაირული) შესრულებულ იოანეს სახარების უძველეს თარგმანებში, რომლებიც სავარაუდოდ, ახ. წ. მესამე და მეოთხე საუკუნითაა დათარიღებული. ორივე ადგილას, სადაც თეოს გვხვდება იოანეს 1:1-ში, ეს სიტყვა სხვადასხვანაირადაა გადმოტანილი. ასეთი თარგმანები „სიტყვის“ თვისებრივ მხარეს ანუ მის ღვთაებრივ ბუნებას უსვამს ხაზს და არა იმას, რომ „სიტყვა“ იგივე მამა, ყოვლისშემძლე ღმერთია. ამ მუხლთან თანხმობაშია კოლოსელების 2:9, სადაც ნათქვამია, რომ ქრისტეშია „დამკვიდრებული ღვთაებრიობის მთელი სისავსე“. 2 პეტრეს 1:4-ის თანახმად, ქრისტეს თანამემკვიდრეებიც „ღვთის ბუნების მოზიარენი“ გახდებიან. მეტიც, სეპტუაგინტაში ღვთის აღმნიშვნელი ებრაული სიტყვები ’ელ და ʼელოჰიმ, რომელთა ძირითადი მნიშვნელობაა „ძლიერი“, გადმოტანილია, როგორც თეოს. ეს ებრაული სიტყვები გამოიყენება ყოვლისშემძლე ღმერთთან, სხვა ღვთაებებთან და ადამიანებთან მიმართებით. „სიტყვის“ „ღმერთად“ ან „ძლიერად“ მოხსენიება შეესაბამება ესაიას 9:6-ში ჩაწერილ წინასწარმეტყველებას, რომლის თანახმადაც, მესიას „ძლიერი ღმერთი“ (და არა „ყოვლისშემძლე ღმერთი“) ეწოდებოდა და, რომ ის „მარადიული მამა“ იქნებოდა მათთვის, ვინც მისი ქვეშევრდომი გახდებოდა. ამას მისივე მამის „ლაშქართა ღვთის, იეჰოვას“ მოშურნეობა გააკეთებდა (ეს. 9:7).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება