სქოლიო
a ზოგ დიდი ხნის ღვთის მსახურს, ალბათ, უთქვამს: „რას ვიფიქრებდი, რომ ეს ბოროტი ქვეყნიერება აქამდე გასტანდა“. ყველას ერთი სული გვაქვს, როდის მოუღებს ღმერთი ბოლოს ამ ბოროტ ქვეყნიერებას, მით უმეტეს ახლა, როცა ასეთ რთულ დროში გვიწევს ცხოვრება. მაგრამ ისიც გვესმის, რომ მოთმინება გვმართებს. ამ სტატიაში განვიხილავთ ბიბლიურ პრინციპებს, რომლებიც მოთმინებით ლოდინში დაგვეხმარება. აგრეთვე ვიმსჯელებთ, რა სიტუაციებში გვმართებს, მოთმინებით დაველოდოთ იეჰოვას. ბოლოს კი გავიგებთ, როგორ აკურთხებს იეჰოვა მათ, ვინც მოთმინებით ელის მას.